
ნეშტთა შორისა ა 15:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აიშენა მან სახლები დავითის ქალაქში, ადგილი მოამზადა ღვთის კიდობნისთვის და კარავი გაშალა.
ნეშტთა შორისა ა 15:1 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 15:1 კონტექსტში
15:1აიშენა მან სახლები დავითის ქალაქში, ადგილი მოამზადა ღვთის კიდობნისთვის და კარავი გაშალა.
15:2მაშინ თქვა დავითმა: ლევიანთა გარდა არავინ ზიდოს კიდობანი, რადგან ისინი ამოირჩია უფალმა ღვთის კიდობნის სატარებლად და სამარადისო მსახურებად.
15:3შეყარა დავითმა მთელი ისრაელი იერუსალიმში, რომ დაესვენებინათ უფლის კიდობანი იმ ადგილზე, რომელიც მისთვის იყო გამზადებული.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 15:1
- ნეშტთა შორისა ა 16:1მოაბრძანეს უფლის კიდობანი და დაასვენეს შუაგულ კარავში, რომელიც მისთვის ჰქონდა დავითს გაშლილი. მერე კი აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი შესწირეს ღმერთს.
- ნეშტთა შორისა ა 17:1როგორც კი დავითი თავის სახლში დამკვიდრდა, უთხრა დავითმა ნათან წინასწარმეტყველს: შეხედე, მე კედარის სახლში ვცხოვრობ, უფლის აღთქმის კიდობანი კი ჩარდახქვეშ არის.
- ნეშტთა შორისა ა 17:5მე ხომ არ დავმკვიდრებულვარ სახლში იმ დროიდან, რაც მე ისრაელი გამოვიყვანე და მე დღემდე კარვიდან კარავში და სავანიდან სავანეში ვიმყოფები.
- ფსალმუნები 132:5ვიდრე ვიპოვიდე ადგილს უფლისათვის, სადგომებს იაკობის ძლიერისთვის.
- ნეშტთა შორისა ა 15:3შეყარა დავითმა მთელი ისრაელი იერუსალიმში, რომ დაესვენებინათ უფლის კიდობანი იმ ადგილზე, რომელიც მისთვის იყო გამზადებული.
- მოციქულთა საქმენი 7:46მან ჰპოვა მადლი ღვთის წინაშე და ითხოვა, რომ ეპოვა იაკობის ღმერთის სავანე.
- მეფეთა ბ 13:7გააგზავნა კაცი დავითმა თამართან სახლში და შეუთვალა: მოდი შენი ძმის, ამნონის სახლში და საჭმელი მოუმზადე.
- მეფეთა ბ 13:8წავიდა თამარი თავისი ძმის, ამნონის სახლში. იწვა იგი. აიღო ქალმა ცომი, მოზილა, ააგუნდავა მის თვალწინ და გამოაცხო ნამცხვრები.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 15
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში