
ნეშტთა შორისა ა 15:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეყარა დავითმა მთელი ისრაელი იერუსალიმში, რომ დაესვენებინათ უფლის კიდობანი იმ ადგილზე, რომელიც მისთვის იყო გამზადებული.
ნეშტთა შორისა ა 15:3 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 15:3 კონტექსტში
15:1აიშენა მან სახლები დავითის ქალაქში, ადგილი მოამზადა ღვთის კიდობნისთვის და კარავი გაშალა.
15:2მაშინ თქვა დავითმა: ლევიანთა გარდა არავინ ზიდოს კიდობანი, რადგან ისინი ამოირჩია უფალმა ღვთის კიდობნის სატარებლად და სამარადისო მსახურებად.
15:3შეყარა დავითმა მთელი ისრაელი იერუსალიმში, რომ დაესვენებინათ უფლის კიდობანი იმ ადგილზე, რომელიც მისთვის იყო გამზადებული.
15:4შეყარა დავითმა აარონიანები და ლევიანები.
15:5კეჰათიანთაგან: სარდალი ურიელი და მისი მოძმენი - ასოცი კაცი.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 15:3
- ნეშტთა შორისა ა 13:5შეყარა დავითმა მთელი ისრაელი. ეგვიპტის შიხორიდან ხამათის მისადგომამდე, კირიათ-იეყარიმიდან ღვთის კიდობნის გადმოსაბრძანებლად.
- ნეშტთა შორისა ა 15:1აიშენა მან სახლები დავითის ქალაქში, ადგილი მოამზადა ღვთის კიდობნისთვის და კარავი გაშალა.
- მეფეთა ბ 6:12როცა შეატყობინეს დავითს, აკურთხა უფალმა ღვთის კიდობნის გამო ყობედ-ედომის კარ-მიდამო და მთელი მისი საბადებელიო, წავიდა დავითი და სიხარულით ამოიტანა ღვთის კიდობანი ყობედ-ედომის კარმიდამოდან დავითის ქალაქში.
- ნეშტთა შორისა ა 15:12და უთხრა: თქვენა ხართ ლევიანთა მამისსახლების თავკაცები. განიწმიდენით თქვენ და თქვენი მოძმენი და დაასვენეთ უფლის, ისრაელის ღმერთის კიდობანი მისთვის მომზადებულ ადგილას.
- მეფეთა ბ 6:17მიიტანეს უფლის კიდობანი და დაასვენეს თავის ადგილზე კარავში, რომელიც გაშლილი ჰქონდა მისთვის დავითს. მერე აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი შესწირა დავითმა უფალს.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 15
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში