გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ნეშტთა შორისა ა 15:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ნეშტთა შორისა ა 15:26

ღვთის შეწევნით, იყო, რომ გადააბრძანეს ლევიანებმა უფლის აღთქმის კიდობანი და შვიდი ხარი და შვიდი ცხვარი შესწირეს.

ნეშტთა შორისა ა 15:26 · საქართველოს საპატრიარქო

ნეშტთა შორისა ა 15:26 კონტექსტში

15:24მღვდლები შებანიაჰუ, იოშაფატი, ნეთანელი, ყამასა, ზაქარიაჰუ, ბენიაჰუ და ელიყაზარი საყვირს უკრავდნენ ღვთის კიდობნის წინაშე. ყობედ-ედომი და იხია კი კიდობნის კარისმცველნი იყვნენ.

15:25და გაემართნენ დავითი, ისრაელის უხუცესობა და ათასისთავები სიხარულით უფლის აღთქმის კიდობნის წამოსაბრძანებლად ყობედ-ედომის კარ-მიდამოდან.

15:26ღვთის შეწევნით, იყო, რომ გადააბრძანეს ლევიანებმა უფლის აღთქმის კიდობანი და შვიდი ხარი და შვიდი ცხვარი შესწირეს.

15:27დავითს ბისონის მოსასხამი ემოსა, ასევე ყველა ლევიანს, კიდობანს რომ მიაბრძანებდნენ, მგალობლებს და ქენანიას, მგალობელთა ლოტბარს. დავითს ამასთან ერთად სელის ეფოდიც ემოსა.

15:28მთელი ისრაელი მიაცილებდა უფლის აღთქმის კიდობანს ყიჟინით, ბუკის ცემით, საყვირების, წინწიღების, ბობღნებისა და ქნარების დაკვრით.

პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 15:26

განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 15

სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში