
მეფეთა ბ 6:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა შეატყობინეს დავითს, აკურთხა უფალმა ღვთის კიდობნის გამო ყობედ-ედომის კარ-მიდამო და მთელი მისი საბადებელიო, წავიდა დავითი და სიხარულით ამოიტანა ღვთის კიდობანი ყობედ-ედომის კარმიდამოდან დავითის ქალაქში.
მეფეთა ბ 6:12 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 6:12 კონტექსტში
6:10არ ინდომა დავითმა უფლის კიდობნის მოტანა თავისთან, დავითის ქალაქში და გეთელი ყობედ-ედომის კარ-მიდამოსკენ გაახვევინა.
6:11სამი თვე ესვენა უფლის კიდობანი გეთელი ყობედედომის კარმიდამოში და აკურთხა უფალმა ყობედ-ედომი და მთელი მისი კარ-მიდამო.
6:12როცა შეატყობინეს დავითს, აკურთხა უფალმა ღვთის კიდობნის გამო ყობედ-ედომის კარ-მიდამო და მთელი მისი საბადებელიო, წავიდა დავითი და სიხარულით ამოიტანა ღვთის კიდობანი ყობედ-ედომის კარმიდამოდან დავითის ქალაქში.
6:13უფლის კიდობნის გადატანისას, ყოველ ექვს ნაბიჯზე თითო ხარსა და ნაპატივებ ვერძს სწირავდა მსხვერპლად.
6:14რაც ძალი და ღონე ჰქონდა როკავდა დავითი უფლის წინაშე; სელის ეფოდი ემოსა დავითს.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 6:12
- ნეშტთა შორისა ა 15:25და გაემართნენ დავითი, ისრაელის უხუცესობა და ათასისთავები სიხარულით უფლის აღთქმის კიდობნის წამოსაბრძანებლად ყობედ-ედომის კარ-მიდამოდან.
- ნეშტთა შორისა ა 16:3ჩამოურიგა მთელ ერს, ისრაელის მთელ კრებულს, კაცსა და ქალს, თითო პურის კვერი, თითო ხორცის წილობი და თითო ქადა.
- მათეს სახარება 10:42და ვინც მოწაფის სახელით მიაწვდის ცივ წყალს ერთს ამ მცირეთაგანს, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ დაეკარგება თავისი საზღაური.
- ფსალმუნები 68:24ნახეს შენი სვლა, ღმერთო, სვლა ჩემი ღმერთისა,
- ფსალმუნები 68:27იქ ბენიამინი - უმრწემესი, წინ წახტა; იუდას თავადებმა ქვები დაუშინეს, ზებულონის თავადებმა, ნაფთალის თავადებმა.
- ფსალმუნები 24:7მაღლა ასწიეთ, კარიბჭეებო, თქვენი თავები, და აიწიეთ, კარნო მარადნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა.
- ფსალმუნები 24:10ვინ არის ეს მეფე დიდებისა? უფალი ძალთა. ის არის მეფე დიდებისა. სელა.
- ფსალმუნები 132:6აგერ მოვისმინეთ მის შესახებ, ეფრათში, ვიპოვეთ იგი ტყიან ველზე.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 6
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში