
ნეშტთა შორისა ა 16:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაიკვეხნეთ მისი წმიდა სახელით, გამხიარულდეს გული უფლის მაძიებელთა.
ნეშტთა შორისა ა 16:10 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 16:10 კონტექსტში
16:8ადიდეთ უფალი, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ხალხებს საქმენი მისნი.
16:9უმღერეთ მას, უგალობეთ მას, ილაპარაკეთ ყველა მის სასწაულზე.
16:10დაიკვეხნეთ მისი წმიდა სახელით, გამხიარულდეს გული უფლის მაძიებელთა.
16:11ეძიეთ უფალი და ძლიერება მისი, ეძიეთ პირი მისი მარადის.
16:12გაიხსენეთ მისი ნამოქმედარი სასწაულები, საოცრებანი და მისი ბაგის სამართალნი.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 16:10
- ფსალმუნები 34:2უფლით იქადის ჩიმი სული; მოისმენენ თავმდაბლები და გაიხარებენ.
- იგავესნი 8:17მიყვარს ჩემი მოყვარულნი და მიპოვნიან ჩემი მძებნელნი;
- მათეს სახარება 7:7ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ.
- მათეს სახარება 7:8რადგან ყველა მთხოვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს, გაუღებენ.
- იერემია 29:13დამიწყებთ ძებნას და მიპოვნით, თუ მთელი გულით მეძებეთ.
- ესაია 55:6ეძებეთ უფალი, როცა შეიძლება მისი პოვნა; მოუხმეთ მას, როცა ახლოს არის იგი.
- ესაია 55:7მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და ცოდვილმა კაცმა - თავისი ზრახვები; მიაქციოს უფლისკენ და ის შეიწყალებს მას, და ჩვენი ღმერთისკენ, რადგან მრავალგზის მიმტევებელია.
- ესაია 45:19საიდუმლოდ, ბნელი ქვეყნის ადგილზე, არ მილაპარაკნია; არ მითქვამს იაკობის მოდგმისათვის: ამაოდ მეძებთ-მეთქი. მე ვარ უფალი, სიმართლის მთქმელი, სიწრფელეთა გამომცხადებელი.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 16
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში