
ფსალმუნი 34:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უფლით იქადის ჩიმი სული; მოისმენენ თავმდაბლები და გაიხარებენ.
ფსალმუნი 34:2 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 34:2 კონტექსტში
34:1დავითისა, როცა სიგიჟე მოიგონა აბიმელექის წინაშე და განიდევნა და წავიდა. განვადიდებ უფალს ყოველჟამს, მარადისია მისი ქება ჩემს ბაგეებზე.
34:2უფლით იქადის ჩიმი სული; მოისმენენ თავმდაბლები და გაიხარებენ.
34:3ადიდეთ უფალი ჩემთან ერთად და განვადიდოთ მისი სახელი ერთობლივად.
34:4მე მოვიძიე უფალი და მიპასუხა და გამომიხსნა ყველა ჩემი განსაცდელისგან.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 34:2
- იერემია 9:24თუ დაიკვეხნის, დაიკვეხნოს, რომ გონიერია და მიცნობს, რომ უფალი ვარ, წყალობის, სამართლისა და სიმართლის მოქმედი ამ ქვეყანაზე, რადგან ეს მახარებს მე, ამბობს უფალი.
- კორინთელთა მიმართ ა 1:31რათა, წერილისა არ იყოს: „ვინც იქადის, უფლით დაიქადოს“.
- ფსალმუნები 119:74მოშიშნი შენნი შემხედავენ და გაიხარებენ, რადგან შენს სიტყვებზე ვარ მინდობილი.
- ფსალმუნები 44:8ღმერთით ვტრაბახობდით ყოველდღე და შენს სახელს ვადიდებთ უკუნისამდე. სელა.
- ფსალმუნები 22:22ჩემს ძმებს მოვუთხრობ შენს სახელზე, კრებულთა შორის შეგაქებ შენ.
- ფსალმუნები 22:24რადგან არ დაამცირა მან და არ უგულებელყო ტანჯვა გლახაკისა, და არ მოარიდა პირი თავისი, და უსმინა მას, როცა მოუხმობდა.
- ესაია 45:25უფალში გამართლდება და განდიდდება მთელი მოდგმა ისრაელისა.
- კორინთელთა მიმართ ბ 10:17ვინც იქადის, უფლით იქადოდეს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 34
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 34 · გახსენი ბიბლიის მკითხველში