
ნეშტთა შორისა ა 17:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მე მამა ვიქნები მისთვის, ის კი შვილი იქნება ჩემთვის, წყალობას არ წავართმევ, როგორც შენს წინამორბედს წავართვი.
ნეშტთა შორისა ა 17:13 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 17:13 კონტექსტში
17:11როცა დრო მოვა და შენს მამა-პაპასთან განისვენებ, მე აღვადგენ შენ შემდგომად შენს თესლს, რომელიც იქნება შენი ძეთაგანი, და მის მეფობას განვამტკიცებ.
17:12ის ამიშენებს სახლს და მე გავამტკიცებ მის ტახტს სამარადისოდ.
17:13მე მამა ვიქნები მისთვის, ის კი შვილი იქნება ჩემთვის, წყალობას არ წავართმევ, როგორც შენს წინამორბედს წავართვი.
17:14დავაყენებ მას ჩემს სახლში და ჩემს სამეფოში სამარადისოდ, მყარი იქნება მისი ტახტი სამარადისოდ.
17:15თანახმად ამ სიტყვებისა და ამ ხილვისა ელაპარაკა ნათანი დავითს.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 17:13
- ებრაელთა მიმართ 1:5ვინაიდან რომელი ანგელოზისთვის უთქვამს ოდესმე: „ძე ხარ შენ ჩემი, დღეს გშობე შენ“; ანდა: „მე ვიქნები მისი მამა, და ის იქნება ჩემი ძე“.
- ფსალმუნები 2:12ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი.
- ნეშტთა შორისა ა 17:12ის ამიშენებს სახლს და მე გავამტკიცებ მის ტახტს სამარადისოდ.
- მეფეთა ა 15:28უთხრა მას სამუელმა: გამოგგლიჯა დღეს უფალმა ისრაელის მეფობა და მისცა იგი შენს თვისტომს, შენზე უკეთესს.
- ფსალმუნები 2:7გაუწყებთ უფლის კანონმდებლობას: უფალმა მითხრა: ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ;
- ესაია 55:3ყური მომაპყარით და ჩემთან მოდით; მისმინეთ და იცოცხლებს თქვენი სული. დაგიდებთ საუკუნო აღთქმას დავითის მტკიცე სიქველეთა გამო.
- ნეშტთა შორისა ა 10:14უფალს არ ეკითხებოდა. ამიტომ მოკლა იგი უფალმა და მისი სამეფო დავითს, იესეს ძეს მისცა.
- ლუკას სახარება 1:32დიდი იქნება იგი და უზენაესის ძედ იწოდება, და მისცემს ღმერთი მამამისის, დავითის, ტახტს.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 17
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში