
ნეშტთა შორისა ა 17:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა დრო მოვა და შენს მამა-პაპასთან განისვენებ, მე აღვადგენ შენ შემდგომად შენს თესლს, რომელიც იქნება შენი ძეთაგანი, და მის მეფობას განვამტკიცებ.
ნეშტთა შორისა ა 17:11 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 17:11 კონტექსტში
17:9ადგილი დავუდგინე ჩემს ერს, ისრაელს და დაეაფუძნე იგი. ახლა თავისთვის იცხოვრებს უშიშრად დ ბოროტმოქმედნი აღარ შეაჭირვებენ წინანდებურად.
17:10იმ დროიდან, რაც მე მსაჯულები დავუყენე ჩემს ხალხს, ისრაელს, მოსვენებული მყავხარ ყველა მტრებისგან. გამოგიცხადე, რომ სახლს აგიშენებს უფალი.
17:11როცა დრო მოვა და შენს მამა-პაპასთან განისვენებ, მე აღვადგენ შენ შემდგომად შენს თესლს, რომელიც იქნება შენი ძეთაგანი, და მის მეფობას განვამტკიცებ.
17:12ის ამიშენებს სახლს და მე გავამტკიცებ მის ტახტს სამარადისოდ.
17:13მე მამა ვიქნები მისთვის, ის კი შვილი იქნება ჩემთვის, წყალობას არ წავართმევ, როგორც შენს წინამორბედს წავართვი.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 17:11
- ფსალმუნები 132:11შეჰფიცა უფალმა დავითს ჭეშმარიტად, არ გადაუხვევს მისგან: „ნაყოფისაგან შენი მუცლისა დავსვამ შენს ტახტზე.
- ნეშტთა შორისა ა 29:15ვინაიდან მდგმურნი და ხიზანნი ვართ შენ წინაშე, ჩვენი მამა-პაპის მსგავსად. აჩრდილივით არის ჩვენი დღენი ამ ქვეყნად, არაფერია საიმედო.
- მეფეთა ბ 7:12როცა დრო მოგივა და შენს მამა-პაპასთან განისვენებ, მე აღვადგენ შენ შემდგომად ნაშიერს, შენი საზარდულიდან გამომავალს, და მეფობას განვუმტკიცებ.
- მეფეთა ბ 7:13ის ააშენებს სახლს ჩემი სახელისთვის და მე გავამტკიცებ მისი მეფობის ტახტს სამარადისოდ.
- მოციქულთა საქმენი 13:36დავითმა, მას შემდეგ, რაც ღვთის ნებით ემსახურა თავის მოდგმას, მიიძინა, შეერთო თავის მამებს და იხილა ხრწნილება.
- მეორე სთვლისაება 31:16უთხრა უფალმა მოსეს: აჰა, მიიძინებ შენს მამა-პაპასთან, ეს ხალხი კი ადგება და აეკიდება უცხო ღმერთებს იმ ქვეყანაში, რომელშიც შედის, დამივიწყებს და დაარღვევს აღთქმას, რომელიც დავუდევი მას.
- ნეშტთა შორისა ა 28:5ყველა ჩემს ვაჟს შორის კი, რადგან მრავალი შვილი მომცა უფალმა, ჩემი ძე სოლომონი ამოირჩია, რათა დამჯდარიყო უფლის სამეფოს ტახტზე, ისრაელზე.
- მეფეთა ბ 12:24ანუგეშა დავითმა ბერსაბე, თავისი ცოლი, შევიდა და დაწვა მასთან. შვა ქალმა ვაჟი და უწოდა სახელად სოლომონი, რომელიც შეიყვარა უფალმა,
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 17
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში