
ლევიანი 26:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩემს სავანეს დავიდებ თქვენ შორის და არ შეგიზიზღებთ ჩემი სული.
ლევიანი 26:11 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 26:11 კონტექსტში
26:9მოგხედავთ და ნაყოფიერს გაგხდით, გაგამრავლებთ და შევასრულებ თქვენთვის მოცემულ აღთქმას.
26:10შეჭამთ ძველისძველს და ახლის წინაშე გამოიტანთ ძველს.
26:11ჩემს სავანეს დავიდებ თქვენ შორის და არ შეგიზიზღებთ ჩემი სული.
26:12ვივლი თქვენ შორის და ვიქნები თქვენი ღმერთი, თქვენ კი ჩემი ერი იქნებით.
26:13მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანეთ, რომ მონებად არ დარჩენილიყავით; დავწყვიტე თქვენი უღლის აპეურები და შემართულნი წამოგიყვანეთ.
პარალელური ადგილები: ლევიანი 26:11
- გამოსვლა 25:8გამიკეთონ საწმიდარი, რომ დავივანო მათ შორის.
- გამოცხადება 21:3და მომესმა მგრგვინავი ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის, რომელიც დაემკვიდრება მათში, და თვით ღმერთი იქნება მათთან.
- გამოსვლა 29:45დავივანებ ისრაელიანთა შორის და ღმერთი ვიქნები მათთვის.
- ფსალმუნები 132:13რადგან ამოირჩია უფალმა სიონი, ისურვა სამკვიდრებლად თავისთვის.
- ფსალმუნები 132:14„ეს არის ჩემი განსასვენებელი უკუნისამდე, აქ დავსახლდები, რადგან ვისურვე იგი.
- ფსალმუნები 76:2და იყო იერუსალიმში. მისი კარავი და მისი სადგომი - სიონში.
- ლევიანი 20:23ნუ მოიქცევით იმ ხალხთა წესებზე, რომლებიც უნდა ავყარო თქვენგან, რადგან ყველაფერს ამას ისინი სჩადიოდნენ, და მე განვურისხდი მათ.
- ფსალმუნები 106:40მაშინ აღეგზნო რისხვა უფლისა თავის ხალხზე და შესძაგდა მას სამკვიდრო თვისი.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 26
სრულად წაიკითხე: ლევიანი 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში