
ნეშტთა შორისა ა 19:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თქვა: თუ არამელები შენ გძლევენ, მე მოვალ შენს მოსაშველებლად.
ნეშტთა შორისა ა 19:12 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 19:12 კონტექსტში
19:10როცა იოაბმა დაინახა, რომ მტერი წინიდან და ზურგიდან იყო მისკენ მიმართული, გამოარჩია ისრაელიანებში ურჩეულესნი და დააწყო არამელთა წინააღმდეგ.
19:11დანარჩენი ხალხი თავის ძმას, აბეშაის ჩააბარა და მანაც დააწყო იგი ყამონიანთა წინააღმდეგ.
19:12თქვა: თუ არამელები შენ გძლევენ, მე მოვალ შენს მოსაშველებლად.
19:13გამაგრდი და მტკიცედ იდექი ჩვენი სალხისათვის და ჩვენი უფლის, ჩვენი ღმერთის ქალაქებისათვის. უფალმა ქმნას, რაც ენებოს.
19:14გავიდნენ იოაბი და მისი ხალხი არამელებთან საბრძოლველად და უკუიქცნენ არამელები.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 19:12
- ნეემია 4:20ამიტომ, საიდანაც ბუკის ხმა შემოგესმებათ, იმ ადგილას მოგროვდით. ჩვენი ღმერთი იბრძოლებს ჩვენ მაგივრად.
- ფილიპელთა მიმართ 1:27მაგრამ ისე კი იცხოვრეთ, როგორც შეჰფერის ქრისტეს სახარებას, რათა, მოვალ და გიხილავთ, თუ შორს ვიქნები, მხოლოდ ის მესმოდეს თქვენზე, რომ ერთსულოვნად დგახართ და ერთობლივად იღვწით სახარების რწმენისთვის.
- ფილიპელთა მიმართ 1:28ნურაფერში შეუკრთებით თქვენს წინააღმდგომთ; მათთვის ეს წარწყმედის ნიშანია, თქვენთვის კი - ხსნისა, და ეს ღვთისაგან არის.
- გალატელთა მიმართ 6:2ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.
- ეკლესიასტე 4:9მარტო ყოფნას სჯობს ორნი იყვნენ, რადგან კეთილად მიეზღვებათ მათ საშრომელში.
- ეკლესიასტე 4:12თუ ერთს დასძლევს ვინმე, ორი ხომ გაუმკლავდება. მალე არ გაწყდება სამმაგი ძაფი.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 19
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში