გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ნეემია 4:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ნეემია 4:20

ამიტომ, საიდანაც ბუკის ხმა შემოგესმებათ, იმ ადგილას მოგროვდით. ჩვენი ღმერთი იბრძოლებს ჩვენ მაგივრად.

ნეემია 4:20 · საქართველოს საპატრიარქო

ნეემია 4:20 კონტექსტში

4:18თითოეული მშენებელი, წელზე მახვილშემორტყმული აშენებდა. გვერდით კი მებუკე მყავდა.

4:19ვუთხარი დიდებულებს, თავკაცებს და სხვა ხალხს: დიდი და ვრცელი სამუშაო გვაქვს, ჩვენ კი კედელზე ვართ გაფანტულნი და მოშორებულნი ვართ ერთმანეთს.

4:20ამიტომ, საიდანაც ბუკის ხმა შემოგესმებათ, იმ ადგილას მოგროვდით. ჩვენი ღმერთი იბრძოლებს ჩვენ მაგივრად.

4:21ასე ვაკეთებდით საქმეს. მათ ნახევარს განთიადიდან ვარსკვლავების გამოჩენამდე შუბი ეჭირა.

4:22ამავე დროს ხალხს ვუთხარი, რომ ყველას თავის ვაჟებთან ერთად იერუსალიმში ეთიათ ღამე, რომ ღამით ჩვენთან ეყარაულათ, დღისით კი ემუშავათ.

პარალელური ადგილები: ნეემია 4:20

განაგრძე კითხვა: ნეემია 4

სრულად წაიკითხე: ნეემია 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში