
ნეშტთა შორისა ა 19:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა იოაბმა დაინახა, რომ მტერი წინიდან და ზურგიდან იყო მისკენ მიმართული, გამოარჩია ისრაელიანებში ურჩეულესნი და დააწყო არამელთა წინააღმდეგ.
ნეშტთა შორისა ა 19:10 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 19:10 კონტექსტში
19:8შეიტყო ეს დავითმა და გაგზავნა იოაბი უმამაცესთა მთელი ლაშქრითურთ.
19:9გამოვიდნენ ყამონიანები და გაეწყვნენ საბრძოლველად ქალაქის კარიბჭესთან. ხოლო ის მეფენი, რომელნიც მოვიდნენ, ცალ-ცალკე დადგნენ მინდორში.
19:10როცა იოაბმა დაინახა, რომ მტერი წინიდან და ზურგიდან იყო მისკენ მიმართული, გამოარჩია ისრაელიანებში ურჩეულესნი და დააწყო არამელთა წინააღმდეგ.
19:11დანარჩენი ხალხი თავის ძმას, აბეშაის ჩააბარა და მანაც დააწყო იგი ყამონიანთა წინააღმდეგ.
19:12თქვა: თუ არამელები შენ გძლევენ, მე მოვალ შენს მოსაშველებლად.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 19:10
- იესო ნავეს ძე 8:22ისინიც გამოვიდნენ ქალაქიდან მათ დასახვედრად და ისრაელს შორის მოექცნენ ჰაღაელები. დასცხეს მათ და არავინ გაუშვიათ ცოცხალი.
- მსაჯულნი 20:42გაექცნენ ისრაელიანებს უდაბნოს გზაზე, მაგრამ ლაშქარი ბრძოლით მისდევდა მათ და ქალაქებიდან გამოსულებიც ხოცავდნენ გზადაგზა.
- მსაჯულნი 20:43შემოეჯარნენ ბენიამინს, მანუხამდე სდიეს და ჟლიტეს გიბყამდე, აღმოსავლეთით.
- მეფეთა ბ 10:9როცა დაინახა იოაბმა, რომ მტერი წინიდან და ზურგიდან იყო მისკენ მიმართული, გამოარჩია ისრაელიანებში ურჩეულესნი და დააწყო არამელთა წინააღმდეგ.
- მეფეთა ბ 10:14როცა ყამონიანებმა დაინახეს, რომ გარბოდნენ არამელები, თავადაც გაექცნენ აბეშაის და ქალაქში შეცვივდნენ. იოაბი გაეცალა ყამონიანებს და მივიდა იერუსალიმს.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 19
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში