
ნეშტთა შორისა ა 19:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამოვიდნენ ყამონიანები და გაეწყვნენ საბრძოლველად ქალაქის კარიბჭესთან. ხოლო ის მეფენი, რომელნიც მოვიდნენ, ცალ-ცალკე დადგნენ მინდორში.
ნეშტთა შორისა ა 19:9 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 19:9 კონტექსტში
19:7იქირავეს ოცდათორმეტი ათასი ეტლი და მაყაქას მეფე თავისი ხალხით. მოვიდნენ და მედიბას წინ დაბანაკდნენ. ყამონიანები კი ერთად შეიყარნენ და საომრად გამოემართნენ.
19:8შეიტყო ეს დავითმა და გაგზავნა იოაბი უმამაცესთა მთელი ლაშქრითურთ.
19:9გამოვიდნენ ყამონიანები და გაეწყვნენ საბრძოლველად ქალაქის კარიბჭესთან. ხოლო ის მეფენი, რომელნიც მოვიდნენ, ცალ-ცალკე დადგნენ მინდორში.
19:10როცა იოაბმა დაინახა, რომ მტერი წინიდან და ზურგიდან იყო მისკენ მიმართული, გამოარჩია ისრაელიანებში ურჩეულესნი და დააწყო არამელთა წინააღმდეგ.
19:11დანარჩენი ხალხი თავის ძმას, აბეშაის ჩააბარა და მანაც დააწყო იგი ყამონიანთა წინააღმდეგ.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 19:9
- მეფეთა ბ 10:8გამოვიდნენ ყამონიანები და გაეწყვნენ საბრძოლველად კარიბჭის შესასვლელთან. ცობისა და რეხობის არამელები, იშტობელები და მაყაქა ცალკე დადგნენ ველზე.
- მეფეთა ა 17:2ხოლო საული და ისრაელი შეგროვდნენ და დაბანაკდნენ მუხნარის ველზე, დაეწყვნენ ფილისტიმელებთან საბრძოლველად.
- მეფეთა ბ 18:4უთხრა მათ მეფემ: როგორც გიჯობთ, ისე მოვიქცევი. დარჩა კარიბჭესთან მეფე, ხალხი კი ასეულებად და ათასეულებად გავიდა.
- ესაია 28:6და სამართლის სულად სამსჯავროში მჯდომელისთვის, ძლიერებად - მომხდურთა უკუმქცეველისათვის კარიბჭიდან.
- იოელი 2:5ეტლებივით მიგრიალებენ მთათა მწვერვალებზე. ჩალის მჭამელი ცეცხლის ალივით გრიალებენ, როგორც ძლიერი ხალხი, საბრძოლოდ დარაზმული.
- ნეშტთა შორისა ბ 14:10გამოვიდა ასა მის წინააღმდეგ. საბრძოლველად დაეწყვნენ ცეფათას ხეობაში, მარეშას მახლობლად.
- იერემია 50:42მშვილდი და შუბი უპყრიათ ხელში; სასტიკნი არიან და შეუბრალებელნი; მათი ხმა ზღვის ღრიალია, ცხენებზე სხედან; როგორც ერთი კაცი, მზად არიან შენთან საბრძოლველად, ბაბილონის ასულო!
- ნეშტთა შორისა ბ 13:3აბიამ ომში მამაც მებრძოლთაგან ოთხასი ათასი რჩეული ვაჟკაცი გამოიყვანა. იერობოამი კი მათ წინააღმდეგ საომრად რვაასი ათასი რჩეული და მამაცი მეომრით გამოვიდა.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 19
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში