
ნეშტთა შორისა ა 19:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეიტყო ეს დავითმა და გაგზავნა იოაბი უმამაცესთა მთელი ლაშქრითურთ.
ნეშტთა შორისა ა 19:8 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 19:8 კონტექსტში
19:6დაინახეს ყამონიანებმა, რომ თავი შეაძულეს დავითს. გაგზავნეს ხანუნმა და ყამონიანებმა ათასი ქანქარი ვერცხლი ეტლებისა და მხედრების დასაქირავებლად შუამდინარელი არამელებისგან და მაყაქასა და ცობას არამელებისგან.
19:7იქირავეს ოცდათორმეტი ათასი ეტლი და მაყაქას მეფე თავისი ხალხით. მოვიდნენ და მედიბას წინ დაბანაკდნენ. ყამონიანები კი ერთად შეიყარნენ და საომრად გამოემართნენ.
19:8შეიტყო ეს დავითმა და გაგზავნა იოაბი უმამაცესთა მთელი ლაშქრითურთ.
19:9გამოვიდნენ ყამონიანები და გაეწყვნენ საბრძოლველად ქალაქის კარიბჭესთან. ხოლო ის მეფენი, რომელნიც მოვიდნენ, ცალ-ცალკე დადგნენ მინდორში.
19:10როცა იოაბმა დაინახა, რომ მტერი წინიდან და ზურგიდან იყო მისკენ მიმართული, გამოარჩია ისრაელიანებში ურჩეულესნი და დააწყო არამელთა წინააღმდეგ.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 19:8
- ნეშტთა შორისა ა 11:6თქვა დავითმა, ვინც ყველაზე უწინ შემუსრავს იებუსელთ, ის გახდებაო თავკაცი და სარდალი. ყველაზე უწინ იოაბ ცერუიას ძე ავიდა და გახდა სარდალი.
- ნეშტთა შორისა ა 11:10აჰა, დავითის მოყმეთა მთავარნი, რომელნიც მხარს უმაგრებდნენ მას მის სამეფოში ისრაელთან ერთად, მის გასამეფებლად, უფლის სიტყვისამებრ.
- ნეშტთა შორისა ა 11:47ელიელი, ყობედ და იაყისელ მეცობაელნი.
- მეფეთა ბ 23:8აჰა, დავითის მოყმეთა სახელები: იოშებ-ბაშებეთ თახქემონელი, ეტლოსანთა მეთაური, რომელმაც მოუქნია შუბი რვაას კაცს და ერთ ჯერზე დახოცა.
- მეფეთა ბ 23:39ურია ხეთელი. სულ ოცდაჩვიდმეტი.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 19
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში