
ნეშტთა შორისა ა 21:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაგრამ მეფის სიტყვა კანონი იყო იოაბისთვის. წავიდა იოაბი, მთელი ისრაელი მოიარა და იერუსალიმში დაბრუნდა.
ნეშტთა შორისა ა 21:4 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 21:4 კონტექსტში
21:2უთხრა დავითმა იოაბსა და ხალხის მთავრებს: წადით და აღრიცხეთ ისრაელი ბერშაბედან დანამდე და მომიტანეთ, რომ ვიცოდე მათი რიცხვი.
21:3მიუგო იოაბმა: დაე, რაც არის, ასმაგად გაამრავლოს უფალმა თავისი ერი. განა ყველანი ისინი, ჩემო ბატონო მეფევ, ჩემი ბატონის მორჩილნი არ არიან? მაშ, ამას რაღად თხოულობს ჩემი ბატონი? რატომ დაედოს ცოდვა ისრაელს?
21:4მაგრამ მეფის სიტყვა კანონი იყო იოაბისთვის. წავიდა იოაბი, მთელი ისრაელი მოიარა და იერუსალიმში დაბრუნდა.
21:5მიართვა იოაბმა დავითს აღრიცხვის წიგნი და აღმოჩნდა მთელ ისრაელში მილიონ ასი ათასი მახვილის მაშიშვლებელი კაცი, ხოლო იუდაში ოთხასსამოცდაათი ათასი მახვილის მაშიშვლებელი კაცი.
21:6ლევიანები და ბენიამინიანები მათ შორის არ აღურიცხავს, რადგან არ მოეწონა იოაბს მეფის სიტყვა.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 21:4
- ეკლესიასტე 8:4ვინაიდან სიტყვა მეფისა კანონია; ვინ ჰკადრებს მას, რას აკეთებო?
- მოციქულთა საქმენი 5:29ხოლო პეტრემ და მოციქულებმა პასუხად თქვეს: ღვთის მორჩილება უფრო გვმართებს, ვიდრე ადამიანებისა.
- დანიელი 3:18ასე რომც არ მოხდეს, იცოდე, მეფეო, ჩვენ მაინც არ ვემსახურებით შენს ღმერთებს და თაყვანს არ ვცემთ იმ ოქროს კერპს, შენ რომ დადგი.
- გამოსვლა 1:17ღვთის შიში ჰქონდათ ბებიაქალებს და არ ასრულებდნენ ეგვიპტის მეფის ბრძანებას: ცოცხალს ტოვებდნენ ვაჟებს.
- მეფეთა ბ 24:3უთხრა იოაბმა მეფეს: უფალმა, შენმა ღმერთმა შეჰმატოს ერს ერთი ამდენი და კიდევ ასჯერ მეტი, და ამის მომსწრე გახადოს მეფე-ბატონი. მაგრამ რად ინება მეფე-ბატონმა ეს საქმე?
- მეფეთა ბ 24:8მოიარეს მთელი ქვეყანა და ცხრა თვისა და ოცი დღის შემდეგ იერუსალიმში დაბრუნდნენ.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 21
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში