
მეფეთა ბ 24:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა იოაბმა მეფეს: უფალმა, შენმა ღმერთმა შეჰმატოს ერს ერთი ამდენი და კიდევ ასჯერ მეტი, და ამის მომსწრე გახადოს მეფე-ბატონი. მაგრამ რად ინება მეფე-ბატონმა ეს საქმე?
მეფეთა ბ 24:3 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 24:3 კონტექსტში
24:1კვლავ აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელზე და წააქეზა მან დავითი მათ წინააღმდეგ და ათქმევინა: წადი, აღრიცხე ისრაელი და იუდა.
24:2უთხრა მეფემ იოაბს, თავის ჯარის სარდალს: შემოიარე ისრაელის ყველა შტო დანიდან ბერშებამდე და აღრიცხე ხალხი, რომ ვიცოდე ხალხის რიცხვი.
24:3უთხრა იოაბმა მეფეს: უფალმა, შენმა ღმერთმა შეჰმატოს ერს ერთი ამდენი და კიდევ ასჯერ მეტი, და ამის მომსწრე გახადოს მეფე-ბატონი. მაგრამ რად ინება მეფე-ბატონმა ეს საქმე?
24:4იძალა მეფის სიტყვამ იოაბზე და ჯარის სარდლებზე და გავიდნენ მეფისგან იოაბი და ჯარის სარდლები ხალხის, ისრაელის, აღსარიცხად.
24:5გავიდნენ იორდანეს გაღმა და ყაროყერში დაიბანაკეს, ქალაქის მარჯვნივ, გადის ხეობაში რომ მდებანეობს, იაყზერის პირდაპირ.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 24:3
- მეორე სთვლისაება 1:11უფალმა, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა, კიდევ ათასჯერ გამრავლოთ, ვიდრე დღეს ხართ, და გაკურთხოთ, როგორც უთქვამს თქვენთვის.
- ფსალმუნები 115:14დაე, შეგმატოთ უფალმა თქვენ, თქვენ და თქვენს შვილებს.
- ესაია 60:5მაშინ დაინახავ და გაბრწყინდები, აგიძგერდება და გაგეხსნება გული, რადგან შენკენ მოიქცევა ზღვის სიუხვე და ხალხთა დოვლათი შენთან მოვა.
- იგავესნი 14:28ერის სიმრავლე მეფის დიდებაა, უხალხობა კი - მთავრის დაღუპვა.
- მეფეთა ბ 10:12გამაგრდი და მტკიცედ იდექი ჩვენი ხალხისათვის და უფლის, ჩვენი ღმერთის ქალაქებისთვის. უფალმა ქმნას, რაც ენებოს.
- ნეშტთა შორისა ა 21:3მიუგო იოაბმა: დაე, რაც არის, ასმაგად გაამრავლოს უფალმა თავისი ერი. განა ყველანი ისინი, ჩემო ბატონო მეფევ, ჩემი ბატონის მორჩილნი არ არიან? მაშ, ამას რაღად თხოულობს ჩემი ბატონი? რატომ დაედოს ცოდვა ისრაელს?
- ნეშტთა შორისა ა 21:4მაგრამ მეფის სიტყვა კანონი იყო იოაბისთვის. წავიდა იოაბი, მთელი ისრაელი მოიარა და იერუსალიმში დაბრუნდა.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 24
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში