
ნეშტთა შორისა ა 22:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ახლა კი, შვილო ჩემო, უფალი იყოს შენთან, რათა ხელი მოგემართოს და უფლის, ღმერთის სახლი ააშენო, როგორც თქვა შენზე.
ნეშტთა შორისა ა 22:11 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 22:11 კონტექსტში
22:9აჰა, ძე შეგეძინება და მშვიდი კაცი იქნება. ყველა მტრისაგან მოვასვენებ, ვინაიდან სოლომონი იქნება მისი სახელი და მის დღეებში მშვიდობას მივცემ ისრაელს.
22:10ის ააშენებს სახლს ჩემს სახელზე, ის იქნება ჩემთვის ძე და მე ვიქნები მისთვის მამა, მის სამეფო ტახტს სამარადისოდ განვამტკიცებ ისრაელში.
22:11ახლა კი, შვილო ჩემო, უფალი იყოს შენთან, რათა ხელი მოგემართოს და უფლის, ღმერთის სახლი ააშენო, როგორც თქვა შენზე.
22:12უფალმა მოგცეს აზრი და გონიერება და დაგაყენოს ისრაელზე უფლის, ღმერთის რჯულის დასაცავად.
22:13მაშინ იქნები წარმატებული, თუ იმ წესებსა და კანონებს დაიცავ, რომელნიც მოსეს უბრძანა უფალმა ისრაელისთვის. მტკიცედ დეგ და გამაგრდი, ნუ შიშობ და ნუ თრთი.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 22:11
- ნეშტთა შორისა ა 22:16ოქროს, ვერცხლს, სპილენძს თვლა არა აქვს. ახლა ადექი და საქმეს შეუდექი და უფალი შენთან იქნება.
- რომაელთა მიმართ 15:33მშვიდობის ღმერთი იყოს ყველა თქვენგანთან. ამინ.
- მათეს სახარება 1:23აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი.
- ტიმოთეს მიმართ ბ 4:22უფალი იყოს შენს სულთან, მადლი თქვენდა. ამინ.
- ნეშტთა შორისა ა 28:20უთხრა დავითმა თავის ძეს სოლომონს: მტკიცედ დეგ და გამხნევდი, ნუ შიშობ და ნუ ძრწი, რადგან უფალი ღმერთი, ჩემი ღმერთი, შენთან არის, არ განგიდგება იგი და არ მიგატოვებს, ვიდრე არ შეასრულებ უფლის სახლის სამსახურის ყველა საქმეს.
- მათეს სახარება 28:20ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ.
- ესაია 26:12უფალო, შენ მოაფენ მშვიდობას ჩვენზე; შენ გვიკეთებ ყველა ჩვენ საქმეს.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 22
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში