
ნეშტთა შორისა ა 23:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თავი მოუყარა ისრაელის მთავრებს, მღვდლებსა დ ლევიანებს.
ნეშტთა შორისა ა 23:2 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 23:2 კონტექსტში
23:1როცა დავითი მოხუცდა და გაძღა წლებით, თავისი ვაჟი სოლომონი გაამეფა ისრაელზე.
23:2თავი მოუყარა ისრაელის მთავრებს, მღვდლებსა დ ლევიანებს.
23:3აღრიცხეს ოცდაათ წელს გადაცილებული ლევიანები. გამოვიდა სულ ოცდათვრამეტი ათასი კაცი.
23:4აქედან ოცდაოთხიათასი უფლის სახლის საქმეს უძღვებოდა, ექვსი ათასი კი მწიგნობრები და მსაჯულები იყვნენ.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 23:2
- ნეშტთა შორისა ბ 34:29დაგზავნა მეფემ და შეკრიბა მთელი იუდას და იერუსალიმის უხუცესობა.
- ნეშტთა შორისა ბ 34:30ავიდა მეფე უფლის სახლში და მასთან მთელი იუდა და იერუსალიმის მკვიდრნი, მღვდლები, ლევიანები, და მთელი ერი დიდიდან პატარამდე. მათ გასაგონად წაიკითხა უფლის სახლში ნაპოვნი აღთქმის წიგნის ყოველი სიტყვა.
- ნეშტთა შორისა ა 13:1ეთათბირა დავითი ათასისთავებს, ასისთავებს და წინამძღოლებს.
- იესო ნავეს ძე 24:1თავი მოუყარა იესომ ისრაელის ყველა შტოს შექემში, დაიბარა ისრაელის უხუცესობა, მისი თავკაცები, მისი მსაჯულები, მისი ზედამხედველები და ისინიც წარდგნენ ღვთის წინაშე.
- იესო ნავეს ძე 23:2მოუხმო იესომ მთელ ისრაელს, მის უხუცესებს, მის თავკაცებს, მის მსაჯულებს, მის ზედამხედველებს და უთხრა მათ: მე დავბერდი, ხანში შევედი.
- ნეშტთა შორისა ა 28:1შეყარა დავითმა იერუსალიმში ისრაელის ყველა მთავარი, შტოთა მთავარნი, დასების მთავარნი, მეფის სამსახურში მყოფნი, ათასისთავები, ასისთავები, მეფისა და მისი ძეების მთელი საქონ-საყოლის მოურავები, სახლთუხუცესები და ყველა მაგარი ვაჟკაცი.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 23
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში