
ნეშტთა შორისა ა 23:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აქედან ოცდაოთხიათასი უფლის სახლის საქმეს უძღვებოდა, ექვსი ათასი კი მწიგნობრები და მსაჯულები იყვნენ.
ნეშტთა შორისა ა 23:4 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 23:4 კონტექსტში
23:2თავი მოუყარა ისრაელის მთავრებს, მღვდლებსა დ ლევიანებს.
23:3აღრიცხეს ოცდაათ წელს გადაცილებული ლევიანები. გამოვიდა სულ ოცდათვრამეტი ათასი კაცი.
23:4აქედან ოცდაოთხიათასი უფლის სახლის საქმეს უძღვებოდა, ექვსი ათასი კი მწიგნობრები და მსაჯულები იყვნენ.
23:5ოთხიათასი კარისმცველი იყო, ოთხიათასი კი იმ საკრავებით ადიდებდა უფალს, რომელნიც დავითმა გააკეთა.
23:6დავითმა ისინი ლევის, გერშონის, კეჰათის და მერარის ძეთა დასებად დაჰყო.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 23:4
- ნეშტთა შორისა ბ 19:8იერუსალიმში უფლის მსჯავრის გამოსატანად და დავის გადასაწყვეტად დააყენა ლევიანთაგანნი, მღვდელნი და ისრაელის მამისსახლთა თავკაცნი და დაბრუნდნენ იერუსალიმს.
- მეორე სთვლისაება 16:18დასხი მსაჯულები და რჯულისკაცები შენი შტოებიდან ყოველ ქალაქში, რომელსაც მოგცემს უფალი, შენი ღმერთი, რათა მისცენ ხალხს მართალი სამართალი.
- ნეშტთა შორისა ა 23:28ისინი უნდა მდგარიყვნენ აარონიანთა გვერდით, ემსახურათ უფლის სახლში, ეზოებში და ოთახებში, სუფთად შეენახათ ყოველი სიწმიდე და აღესრულებინათ ღვთის სახლის სამსახური,
- ნეშტთა შორისა ა 23:32რომ დაიცვან დადგენილება სადღესასწაულო კარვის შესახებ, დადგენილება საწმიდარის შესახებ და დადგენილება აარონიანთა, მათი ძმების შესახებ, უფლის სახლში სამსახურის გასაწევად.
- მეორე სთვლისაება 17:8თუ გაგიძნელდა მკვლელობის, ცილობის, ცემის და სხვა სადაო საქმეების გადაწყვეტა შენს კარიბჭეებში, ადექი და წადი იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი.
- მეორე სთვლისაება 17:10ისე მოიქეცი, როგორც ისინი გამოგიცხადებენ იმ ადგილიდან, რომელსაც აირჩევს უფალი. ეცადე ყველაფერი შეასრულო, რასაც გასწავლიან.
- ნეშტთა შორისა ა 26:29იცჰარელთაგან ქენანიაჰუ და მისი ძმები ისრაელში საგარეო სამსახურზე იყვნენ გამწესებულნი მზირებად და მსაჯულებად.
- ნეშტთა შორისა ა 26:31ხებრონელებს იერია ხებრონელი ჰყავდათ თავკაცად თავიანთ გვარ-ტომში, მამისსახლში. დავითის მეფობის მეორმოცე წელს გამოიკითხეს და მათ შორის მაგარი ვაჟკაცები აღმოაჩინეს გალაადის იაყზერში.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 23
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში