
ნეშტთა შორისა ა 26:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შუფიმსა და ხოსას - დასავლეთის მხარე შეხვდა, შალექეთის ჭიშკართან, საიდანაც გზა ადის და დაცვა დაცვის პირისპირ დგას.
ნეშტთა შორისა ა 26:16 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 26:16 კონტექსტში
26:14აღმოსავლეთის მხარე შელემიაჰუს ერგო წილად. მის ვაჟს ზაქარიას, გონიერ მრჩეველს, უყარეს წილი და მას წილად ჩრდილოეთის მხარე შეხვდა.
26:15ყობედ-ედომს სამხრეთის მხარე ერგო წილად, მის ძეებს - საკუჭნაო.
26:16შუფიმსა და ხოსას - დასავლეთის მხარე შეხვდა, შალექეთის ჭიშკართან, საიდანაც გზა ადის და დაცვა დაცვის პირისპირ დგას.
26:17აღმოსავლეთით ექვსი ლევიანი იდგა, ჩრდილოეთით დღეში ოთხი იდგა, სამხრეთით დღეში ოთხი იდგა, საკუჭნაოსთან კი ორ-ორი.
26:18ფარბარის დასავლეთით, გზაზე, ოთხნი იდგნენ, თავად ფარბართან კი - ორნი.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 26:16
- ნეშტთა შორისა ა 26:10ხოსას, მერარის ერთ-ერთი ძეთაგანის, ვაჟები: უფროსი შიმრი იყო (თუმცა პირმშო არ ყოფილა - მამამისმა არგუნა მას უფროსობა);
- ნეშტთა შორისა ა 26:12კარისმცველთა დასს, მოყმეთა თავკაცებს ჩაბარდათ დაცვა თავიანთ ძმებთან ერთად უფლის სახლში სამსახურის გასაწევად.
- ნეშტთა შორისა ა 25:8სამსახურის რიგზე წილი თანასწორად ყარეს, დიდმა და პატარამ, სწავლულმა და მოსწავლემ.
- ნეემია 12:24ლევიანთა თავკაცები: ხაშაბია, შერებია, იესო კადმიელის ძე და მისი ძმები, იდგნენ მათ მოპირდაპირე მხარეზე, რათა რიგ-რიგობით ექოთ და ედიდებინათ დავითის, ღვთისკაცის დადგენილი წესით.
- ნეშტთა შორისა ბ 9:4მისი სუფრის სასმელ-საჭმელი, მის მორჩილთა საცხოვრებელი, მის მსახურეულთა საქმიანობა და შესამოსელი, მისი მწდეები და მათი შესამოსელი, მისი კიბეები, რითაც ის უფლის სახლში ადიოდა, და გაოგნებული დარჩა.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 26
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში