გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ნეშტთა შორისა ა 28:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ნეშტთა შორისა ა 28:10

ახლა უყურე, რაკი უფალმა გამოგარჩია უფლის საწმიდრის ამშენებლად, მტკიცედ დეგ და გააკეთე.

ნეშტთა შორისა ა 28:10 · საქართველოს საპატრიარქო

ნეშტთა შორისა ა 28:10 კონტექსტში

28:8ახლა კი მთელი ისრაელის, უფლის კრებულის, თვალწინ, ჩვენი ღმერთის გასაგონად გეუბნებით: დაიცავით და გამოიკითხეთ უფლის, თქვენი ღმერთის, ყველა მცნება, რათა დოვლათიან ქვეყანას დაეპატრონოთ და თქვენ შემდეგ თქვენს შვილებს დაუმკვიდროთ უკუნისამდე.

28:9ხოლო შენ, სოლომონ, ძეო ჩემო, იცოდე მამაშენის ღმერთი წრფელი გულითა და ხალისიანი სულით. ემსახურე, რადგან ყოველთა გულის მხილველია უფალი და ყველა ფიქრისა და ზრახვის მცოდნეა. ძებნას თუ დაუწყებ, იპოვი კიდეც. თუ შენ მიატოვებ, ისიც სამუდამოდ მიგატოვებს.

28:10ახლა უყურე, რაკი უფალმა გამოგარჩია უფლის საწმიდრის ამშენებლად, მტკიცედ დეგ და გააკეთე.

28:11მისცა დავითმა სოლომონს, თავის ძეს გეგმა კარიბჭისა, მისი სახლებისა, განძთსაცავებისა, ქორედებისა, შიდა ოთახებისა და კიდობნის სახლისა.

28:12ასევე ყველაფრის გეგმა, რისი გაკეთებაც გულში ჰქონდა: უფლის სახლის ეზოებისა, ირგვლივ განლაგებული ყველა ოთახის, ღვთის სახლის საგანძურისა და შემოწირულობათა საგანძურისა,

პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 28:10

განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 28

სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში