
ნეშტთა შორისა ა 28:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ახლა კი მთელი ისრაელის, უფლის კრებულის, თვალწინ, ჩვენი ღმერთის გასაგონად გეუბნებით: დაიცავით და გამოიკითხეთ უფლის, თქვენი ღმერთის, ყველა მცნება, რათა დოვლათიან ქვეყანას დაეპატრონოთ და თქვენ შემდეგ თქვენს შვილებს დაუმკვიდროთ უკუნისამდე.
ნეშტთა შორისა ა 28:8 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 28:8 კონტექსტში
28:6მითხრა: შენი ძე სოლომონი ააშენებს ჩემს სახლსა და ეზოებს, რადგან იგი ძედ ამოვირჩიე და მე ვიქნები მისი მამა.
28:7სამარადისოდ გავამაყარებ მის სამეფოს, თუ იგი მტკიცედ დაიცავს ჩემს მცნებებს და სჯულდებას, როგორც დღემდის იცავდა.
28:8ახლა კი მთელი ისრაელის, უფლის კრებულის, თვალწინ, ჩვენი ღმერთის გასაგონად გეუბნებით: დაიცავით და გამოიკითხეთ უფლის, თქვენი ღმერთის, ყველა მცნება, რათა დოვლათიან ქვეყანას დაეპატრონოთ და თქვენ შემდეგ თქვენს შვილებს დაუმკვიდროთ უკუნისამდე.
28:9ხოლო შენ, სოლომონ, ძეო ჩემო, იცოდე მამაშენის ღმერთი წრფელი გულითა და ხალისიანი სულით. ემსახურე, რადგან ყოველთა გულის მხილველია უფალი და ყველა ფიქრისა და ზრახვის მცოდნეა. ძებნას თუ დაუწყებ, იპოვი კიდეც. თუ შენ მიატოვებ, ისიც სამუდამოდ მიგატოვებს.
28:10ახლა უყურე, რაკი უფალმა გამოგარჩია უფლის საწმიდრის ამშენებლად, მტკიცედ დეგ და გააკეთე.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 28:8
- მეორე სთვლისაება 4:1ახლა ისმინე, ისრაელო, წესი და სამართალი რომელსაც გასწავლი, რათა გადარჩეთ და წახვიდეთ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, გაძლევთ.
- მეორე სთვლისაება 5:32ეცადეთ, ისე მოიქცეთ, როგორც ნაბრძანები აქვს თქვენთვის უფალს, თქვენს ღმერთს: არ გადაუხვიოთ არც მარჯვნივ, არც მარცხნივ.
- მეორე სთვლისაება 6:3ისმინე, ისრაელო, და ეცადე შეასრულო, რომ კარგად იყო და დიდად იმრავლო ქვეყანაში, სადაც ღვარად დის რძე და თაფლი, როგორც აღგითქვა უფალმა, შენი მამა-პაპის ღმერთმა.
- ეზრა 9:12ამიტომ თქვენი ასულები არ გაატანოთო მათ ვაჟებს და თქვენი ვაჟებისთვისაც არ მოიყვანოთო მათი ასულები. ნუ ეძებთო მათთვის მშვიდობას და სიკეთეს, რომ მტკიცედ იყოთ და ჭამოთ ქვეყნის დოვლათი და სამრადისოდ დაუმკვიდროთო იგი თქვენს შთამომავლობას.
- იგავესნი 2:1შვილო, რომ მიიღებდე ჩემს სიტყვებს და ჩემს მცნებებს დაიცავდე,
- იგავესნი 2:5მაშინ შეიგნებ უფლის შიშს და მოიპოვებ ღვთისმშემეცნებას.
- ესაია 34:16მოძებნეთ უფლის წიგნში და წაიკითხეთ: არცერთი მათგანი არ დააკლდება, სათითაოდ საძებარნი არ იქნებიან, რადგან თავად მისმა ბაგემ ბრძანა და მისმა სულმა თავი მოუყარა.
- იგავესნი 13:22კეთილი კაცი შვილიშვილებს მემკვიდრეობას უტოვებს, ცოდვილის სიმდიდრე კი მართლისთვის ინახება.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 28
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში