
გამოსვლა 26:30 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იმ წესით დადგი სავანე, როგორც მთაზე იხილე.
გამოსვლა 26:30 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 26:30 კონტექსტში
26:28შუათანა ლარტყი ერთი კიდიდან მეორე კიდემდე უნდა გასდევდეს ბოძებს.
26:29ბოძები ოქროთი მოჭედე; მისი რგოლები, ლარტყეების გასაყრელები ოქროსი გააკეთე; ლარტყებიც ოქროთი მოჭედე.
26:30იმ წესით დადგი სავანე, როგორც მთაზე იხილე.
26:31გააკეთე ფარდა ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი სელისგან; ზედ ქერუბიმები უნდა იყოს ამოქარგული.
26:32ურთხელის მოოქროვილ სვეტზე ჩამოკიდე; კაუჭები ოქროსი იყოს, ფეხები ვერცხლისა.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 26:30
- გამოსვლა 25:40იცოდე, იმ სახის მიხედვით გააკეთე ისინი, როგორც მთაზე იხილე.
- ებრაელთა მიმართ 8:5და მსახურებენ ზეციერის ხატსა და ჩრდილს, როგორც ებრძანა მოსეს კარვის დასრულებისას: „იცოდე, - იყო თქმული, - ყველაფერი გააკეთე იმ ნიმუშის მსგავსად, მთაზე რომ გიჩვენე შენ“.
- გამოსვლა 25:9როგორც მე გაჩვენებთ სავანის სახეს და მთელი მისი მოწყობილობის სახეს, იმგვარად გააკეთეთ ყველაფერი.
- მოციქულთა საქმენი 7:44მოწმობის კარავი ჩვენს მამებთან იყო უდაბნოში, როგორც უბრძანა მოსეს მასთან მოლაპარაკემ, შეექმნა იგი მის მიერ ხილული ხატის მსგავსად.
- გამოსვლა 40:17მეორე წლის პირველ თვეს, თვის პირველში აღიმართა სავანე.
- გამოსვლა 40:18აღმართა მოსემ სავანე, დადგა მისი ფეხები, განალგა ძელები, დაამაგრა ლარტყები და აღმართა სვეტები.
- გამოსვლა 27:8ღრუ გააკეთე იგი, ფიცრებისგან; როგორც მთაზე გეჩვენა, ისე გააკეთონ.
- რიცხვთა 10:21დაიძრნენ კეჰათელები, საწმიდარის მზიდველნი. სავანე მათ მოსვლამდე იყო აღმართული.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 26
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში