გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ნეშტთა შორისა ა 29:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ნეშტთა შორისა ა 29:20

უთხრა დავითმა მთელ კრებულს: აკურთხეთ უფალი, ღმერთი თქვენი! და აკურთხა მთელმა კრებულმა უფალი, თავისი მამა-პაპის ღმერთი, დაეცნენ და თაყვანი სცეს უფალს და მეფეს.

ნეშტთა შორისა ა 29:20 · საქართველოს საპატრიარქო

ნეშტთა შორისა ა 29:20 კონტექსტში

29:18უფალო, ღმერთო აბრაამისა, ისაკისა, ისრაელისა და ჩვენი მამა-პაპისა! სამარადისოდ დაიცავი ეს, შენი ერის გულის ფიქრები და ზრახვანი და შენკენ წარმართე მათი გულები.

29:19და სოლომონს, ჩემს ძეს, მიეცი სრული გული, რომ დაიცვას შენი მცნებები, შენი წესები და კანონები, რათა ყველაფერი გააკეთოს იმ შენობის ასაგებად, რომლისთვისაც მე მოვამზადე.

29:20უთხრა დავითმა მთელ კრებულს: აკურთხეთ უფალი, ღმერთი თქვენი! და აკურთხა მთელმა კრებულმა უფალი, თავისი მამა-პაპის ღმერთი, დაეცნენ და თაყვანი სცეს უფალს და მეფეს.

29:21მეორე დღეს შესწირეს უფალს მსხვერპლები და აღსავლენი აღუვლინეს უფალს: ათასი კურატი, ათასი ცხვარი, ათასი კრავი, თავისი საღვრელითურთ, და უამრავი მსხვერპლი მთელი ისრაელისათვის.

29:22იმ დღეს დიდი სიხარულით ჭამდნენ და სვამდნენ უფლის წინაშე. მეორე დღეს კი სოლომონ დავითის ძე გაამეფეს, უფლის წინაშე იგი წინამძღოლად სცხეს. ხოლო ცადოკი - მღვდლად.

პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 29:20

განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 29

სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში