
ფსალმუნი 148:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ადიდეთ სახელი უფლისა, რადგან მხოლოდ მისი სახელია ამაღლებული, მისი სიდიდეა ქვეყნად და ცაში.
ფსალმუნი 148:13 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 148:13 კონტექსტში
148:11მეფენო ქვეყნისა და ყოველნო ერნო, მთავარნო და ყოველნო მსაჯულნო ქვეყნისა.
148:12ჭაბუკნო და თქვენც, ქალწულნო, მოხუცნო, ყმაწვილებთან ერთად,
148:13ადიდეთ სახელი უფლისა, რადგან მხოლოდ მისი სახელია ამაღლებული, მისი სიდიდეა ქვეყნად და ცაში.
148:14და მოამაღლა ღირსება თავისი ხალხისა, დიდება ყოველი მისი წმიდანისა, ძეთა ისრაელისა, მასთან დაახლოებული ხალხისა. ადიდეთ უფალი!
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 148:13
- ფსალმუნები 8:1გუნდისლოტბარს, გათის საკრავზე, დავითის ფსალმუნი. უფალო, ჩვენო მბრძანებელო! რაოდენ დიდია შენი სახელი მთელ ქვეყანაზე, ცათა ზემოთ სწვდება შენი დიდება.
- ფსალმუნები 113:4მაღალია ყველა ხალხზე უფალი, ცათა მაღლაა მისი დიდება.
- ფსალმუნები 8:9უფალო, ჩვენო მბრძანებელო! რაოდენ დიდია შენი სახელი მთელ ქვეყანაზე.
- ესაია 12:4იტყვით იმ დღეს: მადლობდეთ უფალს, ახსენებდეთ მის სახელს, აცხადებდეთ მის საქმეებს ხალხებში, გაახსენებდეთ რომ მაღალია მისი სახელი.
- პეტრეს ეპისტოლე ა 3:22რომელიც ცად ამაღლების შემდეგ დაჯდა მამის მარჯვნივ და დაემორჩილნენ მას ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი.
- ფსალმუნები 99:3განადიდებენ შენს სახელს, დიდსა და საშიშს, წმიდაა იგი.
- ფსალმუნები 99:4და სიძლიერეს მეფისას სამართალი უყვარს; შენ დაამკვიდრე სისწორე; სამართალი და სიმართლე შენ სრულჰყავი იაკობში.
- ზაქარია 9:17ოჰ, რაზომ დიდია მისი სიკეთე, რაზომ დიდია მისი მშვენება! ჭაბუკებს - ხორბალი, ქალწულებს მაჭარი ააღორძინებს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 148
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 148 · გახსენი ბიბლიის მკითხველში