
იგავესნი 24:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შვილო, უფლისა და მეფის გეშინოდეს და მეამბოხეთ ნუ გაეკარები,
იგავესნი 24:21 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 24:21 კონტექსტში
24:19უკეთურებს ნუ გაეჯიბრები და ბოროტეულთა ნუ მეგშურდება,
24:20რადგან უკეთურებას მომავალი არ უწერია, ბოროტეულთა ლამპარი ჩაქრება.
24:21შვილო, უფლისა და მეფის გეშინოდეს და მეამბოხეთ ნუ გაეკარები,
24:22რადგან ანაზდად დაატყდება უბედურება და ვინ იცის, რას დაატეხს ერთი ან მეორე.
24:23ესეც ბრძენკაცთა ნათქვამია: სამსჯავროზე მიკერძოება კარგი არ არისო.
პარალელური ადგილები: იგავესნი 24:21
- რომაელთა მიმართ 13:1დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგანაც არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისაგან; ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია.
- რომაელთა მიმართ 13:7ამრიგად, ყველას მიაგეთ მისი კუთვნილი: ვისაც ხარკი ეგება - ხარკი, ვისაც ბაჟი - ბაჟი, საშიშარს - შიში, პატივსაცემს - პატივისცემა.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:13ღვთის გულისათვის, დაემორჩილეთ კაცთა ყოველგვარ ხელმწიფებას, გინდა მეფეს, როგორც უზენაეს მბრძანებელს,
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:17პატივი ეცით ყველას, გიყვარდეთ საძმო, ღვთის შიში გქონდეთ და პატივი მიაგეთ მეფეს.
- ტიტეს მიმართ 3:1შეახსენე მათ, დაემორჩილონ მთავართა და ხელისუფალთ; მორჩილნი იყვნენ და ყოველგვარი კეთილი საქმისათვის მზადმყოფნი.
- გამოსვლა 14:31იხილა ისრაელმა მაგარი ხელი, რომელიც აღმართა უფალმა ეგვიპტელებზე. შეეშინდა ხალხს უფლისა და ირწმუნეს უფალი და მისი მორჩილი მოსე.
- მეფეთა ა 12:12დაინახეთ, რომ ყამონელთა მეფე ნახაში მოდის თქვენ წინააღმდეგ და მითხარით: არა, მეფემ იმეფოს ჩვენზე! თქვენი მეფე კი უფალია, ღმერთი თქვენი.
- მეფეთა ა 12:19უთხრა ხალხმა სამუელს: შეევედრე უფალს, შენს ღმერთს, შენს მორჩილთა გულისათვის, რომ არ დავიხოცოთ, რადგან მთელ ჩვენს ცოდვებს ის ბოროტებაც დავუმატეთ, რომ მეფე მოვითხოვეთ.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 24
სრულად წაიკითხე: იგავესნი 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში