
ნეშტთა შორისა ა 4:40 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
პოხიერსა და კარგ საძოვარს მიაგნეს; ვრცელი ქვეყანა იყო, თან მშვიდი და მყუდრო; რადგან უწინ აქ ქამის შთამომავლები ცხოვრობდნენ.
ნეშტთა შორისა ა 4:40 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 4:40 კონტექსტში
4:38ესენი, სახელებით რომ არიან ჩამოთვლილნი, თავთავიანთი საგვარეულოების მთავრები იყვნენ. მათი მამისსახლი ძალიან გაიზარდა.
4:39მათ გედორისაკენ გასწიეს, ველის აღმოსავლეთით, თავიანთი ცხვრისთვის საძოვრის საძებნელად.
4:40პოხიერსა და კარგ საძოვარს მიაგნეს; ვრცელი ქვეყანა იყო, თან მშვიდი და მყუდრო; რადგან უწინ აქ ქამის შთამომავლები ცხოვრობდნენ.
4:41ისინი, სახელებით რომ იყვნენ ჩამოწერილნი, იუდას მეფის, იეხიზკიაჰუს დღეებში მოვიდნენ, გაანადგურეს მათი კარვები და მაყონელნი, იქ რომ იყვნენ. იმ დღეს ერთიანად ამოწყვიტეს ისინი და მათ ნაცვლად დასახლდნენ, რადგან იქ იყო მათი ცხვრის საძოვარი.
4:42ხოლო მათგან, სიმონის ძეთაგან, ხუთასი კაცი სეყირის მთისკენ გაეშურა იშყის ძეების - ფელატიას, ნეფარიას, რეფაიასა და ყუზიელის მეთაურობით.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 4:40
- მსაჯულნი 18:7წავიდა ეს ხუთი კაცი, მივიდა ლაიშში და ნახა: ცხოვრობს იქ ხალხი უზრუნველად, ციდონელთა წესის მიხედვით, წყნარი და უზრუნველი, ქვეყანაზე არავინ აწუხებს, არავინ ებატონება, ციდონელებისგან მოწყვეტილია და არა ხალხთან არა აქვს საქმე.
- მსაჯულნი 18:10მიხვალთ და უზრუნველ ხალხს წააწყდებით. გაშლილი მხარეა და ღმერთს თქვენთვის მოუცია იგი. ისეთი ადგილია, არაფერი რომ არ აკლია ქვეყანაზე.
- ფსალმუნები 105:23და მოვიდა ისრაელი ეგვიპტეში, და გადასახლდა იაკობი ქამის ქვეყანაში.
- შესაქმე 9:22დაინახა ქამმა, ქანაანის მამამთავარმა, მამის სიშიშვლე და შეატყობინა გარეთ თავის ორ ძმას.
- შესაქმე 9:29სრული ხანი ნოესი იყო ცხრაას ორმოცდაათი წელი, და მოკვდა.
- შესაქმე 10:6ქამის ძენი: ქუში, მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი.
- ფსალმუნები 78:51განგმირა ყოველი პირმშო ეგვიპტეში, პირველშობილნი - ხამის კარვებში.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 4
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში