
ნეშტთა შორისა ა 7:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მენაშეანები: ასერიელი, რომელიც მისმა არამელმა ხარჭამ გააჩინა; მასვე ეყოლა მაქირი, გალაადის მამა.
ნეშტთა შორისა ა 7:14 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 7:14 კონტექსტში
7:12შეფიმი და ხუფიმი ყირის ძენი იყვნენ, ხოლო ხუშიმი ახერის ძე იყო.
7:13ნაფთალიანები: იახაციელი, გუნი, იეცერი და შალუმი ბილჰას შვილები იყვნენ.
7:14მენაშეანები: ასერიელი, რომელიც მისმა არამელმა ხარჭამ გააჩინა; მასვე ეყოლა მაქირი, გალაადის მამა.
7:15მან ცოლად მოიყვანა ხუფიმი და შუფიმი. მის ერთ დას მაყაქა ერქვა, მეორეს ცელაფხადი. ცელაფხადს ასულები ჰყავდა.
7:16მაყაქამ, მაქრის ცოლმა, ვაჟი გააჩინა და ფერეში დაარქვა. მის ძმას შარეში ერქვა, მისი ვაჟები იყვნენ ულამი და რაკამი.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 7:14
- რიცხვთა 32:30თუ არ გადავლენ დარაზმულნი თქვენთან ერთად, მაშინ თქვენ შორის მიიღებენ წილს ქანაანის ქვეყანაში.
- რიცხვთა 32:42ნობახი წავიდა და აიღო კენათი თავის დაბა-სოფლებიანად და დაარქვა მას თავისი სახელი: ნობახი.
- რიცხვთა 26:29მენაშეანები: მაქირისგან მაქირელთა საგვარეულო, მაქირმა შვა გაალადი, გალაადისგან გალაადელთა საგვარეულო.
- რიცხვთა 26:34ესენია მენაშეს საგვარეულოები, მათი რიცხვი იყო ორმოცდათორმეტი ათას შვიდასი.
- შესაქმე 50:23მოესწრო იოსები ეფრემის შვილთაშვილებს; მენაშეს ძის, მაქირის, შვილებიც იოსების მუხლებზე დაიბადნენ.
- მსაჯულნი 5:14ეფრემიდან მოვიდნენ ყამალეკში დამკვიდრებულნი; ბენიამინიც შენთანაა, შენს ხალხს შორის; მაქირიდან მოვიდნენ თავკაცები, ზებულონიდან - წინამძღოლთა კვერთხის მპყრობელები.
- იესო ნავეს ძე 13:31გალაადის ნახევარი, ყაშთაროთი და ედრეი, ყოგისეული სამეფოს ქალაქები ბაშანში მიეცა მენაშეს ძის, მაქირის შთამომავლებს, მაქირიანთა ნახევარს საგვარეულოთა მიხედვით.
- იესო ნავეს ძე 17:1ჰქონდა წილი მენაშეს შტოს, რომელიც იოსების პირმშო იყო. მაქირს, მენაშეს პირმშოს, გალაადის მამას, რადგან იგი მეომარი კაცი იყო, ხვდა გალაადი და
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 7
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში