
ნეშტთა შორისა ა 7:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მან ცოლად მოიყვანა ხუფიმი და შუფიმი. მის ერთ დას მაყაქა ერქვა, მეორეს ცელაფხადი. ცელაფხადს ასულები ჰყავდა.
ნეშტთა შორისა ა 7:15 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 7:15 კონტექსტში
7:13ნაფთალიანები: იახაციელი, გუნი, იეცერი და შალუმი ბილჰას შვილები იყვნენ.
7:14მენაშეანები: ასერიელი, რომელიც მისმა არამელმა ხარჭამ გააჩინა; მასვე ეყოლა მაქირი, გალაადის მამა.
7:15მან ცოლად მოიყვანა ხუფიმი და შუფიმი. მის ერთ დას მაყაქა ერქვა, მეორეს ცელაფხადი. ცელაფხადს ასულები ჰყავდა.
7:16მაყაქამ, მაქრის ცოლმა, ვაჟი გააჩინა და ფერეში დაარქვა. მის ძმას შარეში ერქვა, მისი ვაჟები იყვნენ ულამი და რაკამი.
7:17ულამის ძე ბედანი. აჰა, გალაადის, მაყაქა მენაშეს ძის ვაჟის ძენი.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 7:15
- რიცხვთა 26:33ცელაფხად ხეფერის ძეს არ ჰყავდა ვაჟები, არამედ მხოლოდ ქალიშვილები. ცელაფხადის ქალიშვილებს ერქვათ: მახლა, ნოა, ხოგლა, მოლქა და თირცა.
- რიცხვთა 36:1მივიდნენ გალაად მაქირის ძის, მენაშიანის ძეთა საგვარეულოს მამამთავრები იოსებიანთა საგვარეულოებიდან და ილაპარაკეს მოსეს წინაშე და ისრაელიანთა თავკაცების, მამამთავართა წინაშე,
- რიცხვთა 36:12იოსებიან-მენაშეანთა საგვარეულოებში იყვნენ გათხოვილნი ისინი და ამიტომაც მათ მამისეულ საგვარეულოს შერჩა მათი სამკვიდრო.
- რიცხვთა 27:1გამოვიდნენ ასულნი ცელაფხადისა, ძისა ხეფერისა, ძისა გალაადისა, ძისა მაქორისა, ძისა მენაშესი, მენაშეს, იოსების ძის, საგვარეულოდან (მის ასულებს სახელად ერქვათ: მახლა, ნოა, ხოგდა, მილქა და თირცა),
- რიცხვთა 27:11თუ მამამისს ძმები არ ჰყავს, მიეცით მისი სამკვიდრო მის ახლო ნათესავს მისი საგვარეულოდან, რათა დაესაკუთროს მას. იყოს ეს ისრაელიანთათვის სამართლის წესად, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 7
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში