
ნეშტთა შორისა ა 7:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნაფთალიანები: იახაციელი, გუნი, იეცერი და შალუმი ბილჰას შვილები იყვნენ.
ნეშტთა შორისა ა 7:13 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 7:13 კონტექსტში
7:11ყველა ესენი იედიყაილიანები არიან, მამისსახლთა თავკაცები. მათგან ჩვიდმეტიათას ორასი მებრძოლი გამოდიოდა საბრძოლველად.
7:12შეფიმი და ხუფიმი ყირის ძენი იყვნენ, ხოლო ხუშიმი ახერის ძე იყო.
7:13ნაფთალიანები: იახაციელი, გუნი, იეცერი და შალუმი ბილჰას შვილები იყვნენ.
7:14მენაშეანები: ასერიელი, რომელიც მისმა არამელმა ხარჭამ გააჩინა; მასვე ეყოლა მაქირი, გალაადის მამა.
7:15მან ცოლად მოიყვანა ხუფიმი და შუფიმი. მის ერთ დას მაყაქა ერქვა, მეორეს ცელაფხადი. ცელაფხადს ასულები ჰყავდა.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 7:13
- რიცხვთა 26:48ნაფთალიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: იახციელისგან იახციელების საგვარეულო, გუნისგან გუნიელთა საგვარეულო,
- რიცხვთა 26:49იეცერისგან იეცერელთა საგვარეულო, შილემისგან შილემელთა საგვარეულო.
- შესაქმე 30:3თქვა ქალმა: აჰა, ბალა, ჩემი მხევალი. შედი მასთან და შობოს ჩემს მუხლებზე, რათა შვილიერი გავხდე მისგან.
- შესაქმე 30:8თქვა რახელმა: ღვთიური შებმით შევები ჩემს დას და დავჯაბნე კიდეც. დაარქვა სახელად ვაჟს ნაფთალი.
- შესაქმე 35:22ამ ქვეყანაში ყოფნისას ადგა რეუბენი და შევიდა ბილჰასთან, მამამისის ხარჭასთან, და გაიგო ეს ისრაელმა.
- შესაქმე 46:24ნაფთალის ძენი: იახცეელი, გუნი, იეცერი და შილემი.
- შესაქმე 46:25ესენი არიან შვილები ბილჰასი, რომელიც მისცა ლაბანმა თავის ასულს, რახელს, და უშვა ისინი იაკობს - სულ შვიდი სული.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 7
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში