
ნეშტთა შორისა ა 9:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ისინი ღვთის სახლის გარშემო ათევდნენ ღამეს, რადგან მათ ებარათ დაცვა და ყოველ დილით კარიბჭის გაღება.
ნეშტთა შორისა ა 9:27 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 9:27 კონტექსტში
9:25მათი ძმები თავიანთ დაბა-სოფლებში იყვნენ და დრო და დრო, შვიდდღე გამოშვებით უნდა მისულიყვნენ მათთან.
9:26რადგან კარისმცველთა ის ოთხი მეთაური, რომლებიც ლევიანები იყვნენ, მუდამ ოთახებთან და ღვთის სახლის საგანძურებთან იდგნენ.
9:27ისინი ღვთის სახლის გარშემო ათევდნენ ღამეს, რადგან მათ ებარათ დაცვა და ყოველ დილით კარიბჭის გაღება.
9:28ერთ მათგანს სამსახურებელი ჭურჭელი ებარა, ვინაიდან თვლით შეჰქონდათ და თვლით გაჰქონდათ.
9:29სხვებს ჩაბარდათ სხვა ჭურჭლეული, ყველა წმიდა ჭურჭელი, გამტკიცული ფქვილი, ღვინო, ზეთი, გუნდრუკი და სურნელებანი.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 9:27
- ნეშტთა შორისა ა 23:30დილა-საღამოობით უფლის ქება-დიდებაზე,
- ნეშტთა შორისა ა 23:32რომ დაიცვან დადგენილება სადღესასწაულო კარვის შესახებ, დადგენილება საწმიდარის შესახებ და დადგენილება აარონიანთა, მათი ძმების შესახებ, უფლის სახლში სამსახურის გასაწევად.
- მეფეთა ა 3:15დილამდე ეძინა სამუელს. მერე გააღო უფლის სახლის კარი. ეკრძალებოდა სამუელს გაემხილა ელისთვის ეს ხილვა.
- მალაქია 1:10რომელმა თქვენგანმა დახშა კარი, რომ ფუჭად არ ანთებდეთ ცეცხლს ჩემს სამსხვერპლოზე! არ მეთნევით, ამბობს ცაბაოთ უფალი, და არ მეამება თქვენი ხელით მორთმეული ძღვენი.
- რომაელთა მიმართ 12:7თუ მსახურებისა - იმსახურე, თუ მოძღვრობისა - იმოძღვრე,
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 9
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში