
კორინთელთა მიმართ ა 1:23: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ჩვენ კი ჯვარცმულ ქრისტეს ვქადაგებთ: იუდეველთათვის - საცდურს, ბერძენთათვის - სიშლეგეს,
კორინთელთა მიმართ ა 1:23 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 30 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა პარასკევი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ა 1:23
10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
კლიმენტი ალექსანდრიელი2 საუკუნე იოანე ოქროპირი4 საუკუნე “რაოდენ ღრმა სიბრძნეა ამ სიტყვებში! უფალი გვიჩვენებს, თუ როგორ იმარჯვებს ღმერთი იმით, რაც გამარჯვებას არ მოასწავებს. ქადაგება ხომ კაცთა საქმე არ არის.”
მთელი განმარტება
რაოდენ ღრმა სიბრძნეა ამ სიტყვებში! უფალი გვიჩვენებს, თუ როგორ იმარჯვებს ღმერთი იმით, რაც გამარჯვებას არ მოასწავებს. ქადაგება ხომ კაცთა საქმე არ არის.
იუდეველებს ვეუბნებით: “იწამეთ!” ხოლო ისინი პასუხად სასწაულებს ითხოვენ: მკვდრების აღდგინებას, ეშმაკეულთა განკურნებას, ნიშნების გამოჩენას. ჩვენ კი რას ვაუწყებთ სანაცვლოდ? იმას, რომ ვინც ვიქადაგეთ, ჯვარს აცვეს და მოკვდა. ერთი შეხედვით, ეს არა თუ მიიზიდავს მოწინააღმდეგეებს, არამედ შესაძლოა შეაშინოს კიდეც ისინი. მაგრამ, საოცარია, არ აშინებს, არამედ იზიდავს, იპყრობს და ემორჩილებს კიდეც.
წარმართები ორატორულ ხელოვნებასა და დახვეწილ მსჯელობას მოითხოვენ, ჩვენ კი მათაც ჯვარს ვუქადაგებთ. იუდეველთათვის ეს უძლურებაა, წარმართთათვის კი, სიგიჟე.
თუკი მათ არ ვაწვდით იმას, რასაც მოელიან, არამედ პირიქით, ჯვარს ვაუწყებთ, რომელიც გონებით განსჯისას არა თუ ნიშანია. Ნიშნის საპირისპიროა, არა თუ ძალის გამოხატულებაა, არამედ უძლურების, არა თუ სიბრძნის, არამედ უგუნურების დადასტურება, განა ეს არ არის უთქმელი ძალა იმისა, ვისაც ვქადაგებთ?
წარმოიდგინეთ, ზღვაში შტორმის დროს თავშესაფრის მაძიებელს, ნაცვლად ნავსაყუდელისა, უფრო საშიშ ადგილს მიუთითებდეთ და დაარწმუნებდეთ, რომ მადლიერებით გაცუროს იქით. ან ექიმი, ჭრილობის მოშუშებისა და წამლის მოლოდინში მყოფს, წამლის ნაცვლად მოწვით განკურნებას პირდებოდეს და არწმუნებდეს მას. განა ეს დიდი ძალის გამოვლინება არ იქნებოდა?
ასევე იმარჯვებდნენ მოციქულები, არა სასწაულებით, არამედ იმით, რაც ერთი შეხედვით სასწაულების საპირისპირო იყო.
ქრისტემ ბრმას განკურნება ისე მიანიჭა, რომ სიბრმავე სიბრმავითვე აღმოფხვრა: “ტალახი წაუსვა თვალებზე” (იოან. 9:15). როგორც ბრმა განკურნა ტალახით, ასევე სამყარო მიიზიდა ჯვრით, იმით, რაც ცდუნებას ზრდიდა და არა აქრობდა.
ასევე მოიქცა შემოქმედებისას, როდესაც საპირისპირო საპირისპიროთი მოაწყო: ზღვას ქვიშით შემოავლო ზღუდე, ძლიერი სუსტით შეაკავა, მიწა წყალზე დაკიდო, მძიმე და მკვრივი თხევადსა და დენადზე დაამყარა. წინასწარმეტყველთა პირით რკინა წყლიდან ამოაცურა მცირე ხის მეშვეობით (4 მეფ. 6:6).
ასევე აღადგინა მან სამყარო ჯვრით. როგორც წყალი იტევს მიწას, ასევე ჯვარი იტევს სამყაროს. ამგვარად, საპირისპიროთი დარწმუნება დიდი ძალისა და სიბრძნის ნიშანია. ჯვარი ერთი შეხედვით ცდუნებას წარმოშობს, მაგრამ ის არა თუ აცდუნებს, არამედ იზიდავს კიდეც.
ეფრემ ასური4 საუკუნე ამბროზიასტერი4 საუკუნე კირილე იერუსალიმელი4 საუკუნე მაქსიმე აღმსარებელი7 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე თეოფილაქტე (გორსკი)18 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 10
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში



თეოფილაქტე ბულგარელი
Commentary on the First Epistle to the Corinthians of Saint Apostle Paul
წყაროს გახსნა
თეოფილაქტე ბულგარელი
Interpretation of the Second Epistle to the Corinthians of the Holy Apostle Paul
წყაროს გახსნა
კორინთელთა მიმართ ა 1:23 კონტექსტში
1:21რადგან ღვთის სიბრძნეში რომ ვერ შეიცნო ღმერთი ქვეყანამ თავისი სიბრძნით, ღმერთმა ინება ქადაგების სიშლეგით ეხსნა მორწმუნენი.
1:22ვინაიდან იუდეველებიც სასწაულებს მოითხოვენ და ბერძნები ეძებენ სიბრძნეს.
1:23ჩვენ კი ჯვარცმულ ქრისტეს ვქადაგებთ: იუდეველთათვის - საცდურს, ბერძენთათვის - სიშლეგეს,
1:24ხოლო იმავე იუდეველთა და ბერძენთათვის, რომელნიც არიან ხმობილნი, - ქრისტეს, ღვთის ძალას და სიბრძნეს.
1:25რადგანაც სიშლეგე ღვთისა კაცთა სიბრძნეზე უფრო ბრძნულია, და უძლურება ღვთისა - კაცთა ძლიერებაზე უფრო ძლიერი.
პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ა 1:23
- კორინთელთა მიმართ ა 2:14მაგრამ მშვინვიერი კაცი არ შეიწყნარებს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის, რადგანაც სიშლეგედ მიაჩნია და ვერ მიმხვდარა, რომ ეს სულიერად უნდა განსაჯო.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:8მათთვის, ვინც ეურჩება სიტყვას, და ვისთვისაც ეს ხვედრი იყო გამიზნული.
- კორინთელთა მიმართ ა 2:2რადგანაც გადავწყვიტე არაფერი მცოდნოდა თქვენ შორის, გარდა იესო ქრისტესი და ისიც ჯვარცმულისა.
- გალატელთა მიმართ 5:11რისთვისღა მდევნიან, ძმანო, თუკი კვლავ ვქადაგებ წინადაცვეთას? მაშინ ხომ შეწყდებოდა ცდუნება ჯვრისა.
- ესაია 8:14ის იქნება საწმიდარად და დაბრკოლების ლოდად და წაფორხილების კლდედ ისრაელის ორი სახლისთვის. ბადედ და მახედ იერუსალიმის მკვიდრისათვის.
- ესაია 8:15ბევრი წაიფორხილებს მასზე, დაეცემიან და დაილეწებიან, გაებმებიან და გაიხლართებიან.
- კორინთელთა მიმართ ა 1:18ვინაიდან ჯვრის სიტყვა სიშლეგეა წარწყმედილთათვის, ხოლო ჩვენებრ ხსნილთათვის ძალაა ღვთისა.
- ლუკას სახარება 2:34აკურთხა ისინი სიმონმა და უთხრა მარიამს, იესოს დედას: აჰა, წევს იგი მრავალთა დამამხობლად და აღმადგინებლად ისრაელში, და განხეთქილების ნიშნად.
განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ა 1
სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ა 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში