გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

კორინთელთა მიმართ ა 15:41: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

9 interpreters აპლიკაციაში

კორინთელთა მიმართ ა 15:41

სხვაა დიდება მზისა, სხვაა დიდება მთვარისა, სხვა - ვარსკვლავების; და თვით ვარსკვლავიც ვარსკვლავისაგან განსხვავდება დიდებით.

კორინთელთა მიმართ ა 15:41 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 23 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 18 კვირის შაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ა 15:41

9 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “აი, რას ამბობს წმინდა პავლე მოციქული: ‘არა ყოველი ხორცი ერთი იგივე ხორცი არს, არამედ სხვა არს ხორცი კაცთა. Სხვა, ხორცი პირუტყვთა, და სხვა, ხორცი ფრინველთა, და სხვა, თევზთა. და არიან სხეულნი ზეცისანი და სხეულნი ქუეყანისანი, არამედ სხვა არს დიდება ზეცისათა და სხვა ქუეყანისათა. სხვა არს დიდება მზისა, და სხვა, მთოვარისა, და სხვა, ვარსკვლავთა; რამეთუ ვარსკვლავი ვარსკვლავისაგან განირჩევის დიდებით’ (1 კორ. 15:39-41).”

    მთელი განმარტება

    აი, რას ამბობს წმინდა პავლე მოციქული: “არა ყოველი ხორცი ერთი იგივე ხორცი არს, არამედ სხვა არს ხორცი კაცთა. Სხვა, ხორცი პირუტყვთა, და სხვა, ხორცი ფრინველთა, და სხვა, თევზთა. და არიან სხეულნი ზეცისანი და სხეულნი ქუეყანისანი, არამედ სხვა არს დიდება ზეცისათა და სხვა ქუეყანისათა. სხვა არს დიდება მზისა, და სხვა, მთოვარისა, და სხვა, ვარსკვლავთა; რამეთუ ვარსკვლავი ვარსკვლავისაგან განირჩევის დიდებით” (1 კორ. 15:39-41).

    რატომ გადაუხვია მოციქული მკვდრეთით აღდგომის საკითხიდან ვარსკვლავებზე და მზეზე საუბრისკენ? ნუთუ გადაუხვია? არა, არამედ კვლავ იმავე საკითხზე საუბრობს. მანამდე აღდგომის ჭეშმარიტება დაამტკიცა და ახლა იმის ჩვენებას ცდილობს, რომ დიდების ხარისხი განსხვავებული იქნება, თუმცა აღდგომა ერთია.

    როგორც მკვდრეთით აღდგომის ურწმუნოება ადამიანებს ძილისკენ უბიძგებს, ასევე ფიქრი, რომ ყველა ერთნაირ ხვედრს დაიმსახურებს, მათ უდარდელს ხდის. ამიტომაც, მოციქული ორივეს ასწორებს. მანამდე პირველზე ისაუბრა, ახლა კი მეორეზე იწყებს საუბარს.

    ყველას ორ კატეგორიად ყოფს: მართლებად და ცოდვილებად. შემდეგ ამ ორ კატეგორიასაც მრავალ ნაწილად ყოფს და გვიჩვენებს, რომ არც მართლები მიიღებენ ერთნაირ ჯილდოს და არც ცოდვილები დაისჯებიან ერთნაირად. პირველ დაყოფას, მართლებად და ცოდვილებად, სიტყვებით “სხეულნი ზეცისანი და სხეულნი ქუეყანისანი” აკეთებს, სადაც მიწიერებში ცოდვილებს გულისხმობს, ზეციურებში კი, მართლებს. შემდეგ, ცოდვილებს შორის განსხვავებას სიტყვებით “არა ყოველი ხორცი ერთი იგივე ხორცი არს, არამედ სხვა არს ხორცი კაცთა. Სხვა, ხორცი პირუტყვთა, და სხვა, ხორცი ფრინველთა, და სხვა, თევზთა” გვიჩვენებს. თუმცა ყველა მათგანი სხეულია, ზოგი მეტად მნიშვნელოვანია, ზოგი კი, ნაკლებად, როგორც ცხოვრების წესით, ასევე თვით აგებულებით. ამის თქმის შემდეგ, კვლავ ცისკენ მიბრუნდება და ამბობს: “სხვა არს დიდება ზეცისათა და სხვა ქუეყანისათა”.

    როგორც მიწიერ სხეულებს შორის არის განსხვავება, ასევეა ზეციურ სხეულებს შორისაც. თანაც, ეს განსხვავება უმნიშვნელო როდია, არამედ ვარსკვლავებამდეც კი აღწევს. განსხვავებაა არა მხოლოდ მზესა და მთვარეს შორის, მთვარესა და ვარსკვლავებს შორის, არამედ თვით ვარსკვლავებს შორისაც. თუმცა ყველა ისინი ცაში არიან, ზოგს მეტი დიდება აქვს, ზოგს კი, ნაკლები.

    აქედან რას ვსწავლობთ? იმას, რომ მართალია, ყველა მართალი ცათა სასუფეველში იქნება, მაგრამ ყველა ერთნაირ ნეტარებას ვერ მიიღებს. და მართალია, ყველა ცოდვილი ჯოჯოხეთში იქნება, მაგრამ ყველა ერთნაირად არ დაიტანჯება.

  2. იერონიმე სტრიდონელი4 საუკუნე
  3. ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე
  4. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  5. იოანე კასიანე5 საუკუნე
  6. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  7. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  8. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  9. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 9

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 9 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

კორინთელთა მიმართ ა 15:41 კონტექსტში

15:39ყოველი ხორცი ერთი და იგივე ხორცი როდია, არამედ სხვაა კაცთა ხორცი და სხვა - პირუტყვთა ხორცი, სხვა - თევზებისა, სხვა - ფრინველების.

15:40არიან სხეულნი ზეციურნი და სხეულნი მიწიერნი, მაგრამ სხვაა ზეციერთა დიდება და სხვა - მიწიერთა.

15:41სხვაა დიდება მზისა, სხვაა დიდება მთვარისა, სხვა - ვარსკვლავების; და თვით ვარსკვლავიც ვარსკვლავისაგან განსხვავდება დიდებით.

15:42ასევე მკვდართა აღდგომაც: ითესება ხრწნილებით, აღდგება უხრწნელობით.

15:43ითესება დამცირებით, აღდგება დიდებით; ითესება უძლურებით, აღდგება ძლიერებით.

პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ა 15:41

განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ა 15

სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ა 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში