
კორინთელთა მიმართ ა 4:7: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
რადგანაც ვინ განგასხვავებს? რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი, თითქოს არ მიგეღოს?
კორინთელთა მიმართ ა 4:7 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 30 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-6 კვირის პარასკევი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ა 4:7
11 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “‘ვინ გამოგარჩევს შენ? რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია?’ (1 კორ. 4:7).”
მთელი განმარტება
“ვინ გამოგარჩევს შენ? რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია?” (1 კორ. 4:7).
აქ წმიდა პავლე მოციქული, ერთი მხრივ, თითოეულ ჩვენგანს გვაფრთხილებს, ხოლო, მეორე მხრივ, მათ მიმართავს, ვინც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იკისრა. რას გვეუბნება იგი? ნუთუ ვინმეს შეუძლია თქვას, რომ ქება-დიდებას იმსახურებს? ნუთუ ვინმეს დამსახურება განსაცდელში გამოიცადა? განა ვინმეს ღვაწლი ზედმიწევნით შეისწავლეს? ამის თქმა შეუძლებელია.
თუკი ვინმეს შესახებ ადამიანებმა ასე განსაჯეს, ეს განაჩენი ჭეშმარიტი ვერ იქნება. დავუშვათ, რომ ვინმე ქებას იმსახურებს, რომ მას ნიჭი ნამდვილად აქვს და ადამიანთა განაჩენიც ჭეშმარიტია. ამ შემთხვევაშიც კი, ამპარტავნება არ შეჰფერის. საკუთარი თავით არაფერი გაქვს, ყველაფერი ღვთისგან მიიღე. მაშ, რატომ წარმოაჩენ საკუთარ თავს ისე, თითქოს ის გაქვს, რაც სინამდვილეში არ გაგაჩნია? ის, რაც შენ გაქვს, სხვებსაც აქვთ შენთან ერთად. გამოდის, რომ შენ არა მხოლოდ ესა თუ ის, არამედ ყველაფერი მიიღე, რაც კი გაგაჩნია. შენი ღირსებები შენი კი არა, ღვთის მადლის ნაყოფია.
რწმენას მიუთითებ? იგი მოწოდების შედეგია. ცოდვების მიტევებას, ნიჭებს, სწავლების უნარს, სათნოებებს? ეს ყველაფერი იქიდან მიიღე. მაშ, მითხარი, რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია და თავისთავად მოიპოვე? ვერაფერს მიუთითებ. მიიღე და ამიტომ ამაყობ? პირიქით, უნდა იმდაბლებდე თავს, რადგან ის, რაც მოგეცა, შენი კი არა, მომცემის საკუთრებაა. თუ მიიღე, მისგან მიიღე. თუ მისგან მიიღე, ე.ი. შენი არ არის. თუ შენი არ არის, მაშ, რატომ ამაყობ, თითქოს ყველაფერი შენით მოიპოვე?
ამიტომაც დასძენს მოციქული: “და თუ მიიღე, რაღა იქადი, ვითარცა არა მიგეღოს?” (1 კორ. 4:7).
ამრიგად, თავისი აზრის თანმიმდევრულად დამტკიცების შემდეგ, პავლე გვიჩვენებს, რომ მათ კიდევ ბევრი რამ აკლიათ. ამბობს, რომ ყველაფერიც რომ მიგეღოთ, არანაირად არ უნდა იქადოდეთ, რადგან ეს ყველაფერი თქვენი არ არის. მაგრამ ახლა თქვენ კიდევ ბევრი რამ არ გაქვთ. ამაზე მან თავიდანვე მიანიშნა, როდესაც თქვა: “ვერ შეგეძლო თქვენთან, როგორც სულიერებთან, ლაპარაკი” (1 კორ. 3:1). და კიდევ: “რადგან გადავწყვიტე, თქვენ შორის არაფერი ვიცოდე, გარდა იესო ქრისტესი და მისი ჯვარცმისა” (1 კორ. 2:2). ახლა კი საყვედურით შეაგონებს მათ და ეუბნება: “უკვე გაძეხით, უკვე გამდიდრდით” (1 კორ. 4:8), ე.ი. აღარაფერი გაკლიათ, სრულყოფილნი გახდით, მწვერვალს მიაღწიეთ, თვლით, რომ არავის დახმარება არ გჭირდებათ, არც მოციქულების, არც მოძღვრების.
ეფრემ ასური4 საუკუნე ამბროზიასტერი4 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე კოხომსკი ს. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 11
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 11 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში



თეოფილაქტე ბულგარელი
Commentary on the First Epistle to the Corinthians of Saint Apostle Paul
წყაროს გახსნა
თეოფილაქტე ბულგარელი
Interpretation of the Second Epistle to the Corinthians of the Holy Apostle Paul
წყაროს გახსნა

თეოდორიტე კვიროსელი
Interpretation of the Second Epistle of Apostle Paul to the Corinthians
წყაროს გახსნა
კორინთელთა მიმართ ა 4:7 კონტექსტში
4:5ამიტომ ნუ განსჯით უდროოდ, ვიდრე არ მოვა უფალი, ნათელს რომ მოჰფენს ბნელში დაფარულს და გაამჟღავნებს გულის ზრახვებს; მაშინ თითოეულს მიეგება ქება ღვთის მიერ.
4:6ხოლო ეს ჩემზე და აპოლოსზე მოგახსენეთ, ძმანო, რათა ნიმუშად გვიგულოთ და ისწავლოთ ჩვენგან, რომ ზღვარს არ გადასცდეთ და ქედმაღლობით აღძრულნი ერთმანეთს არ აეშალოთ.
4:7რადგანაც ვინ განგასხვავებს? რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი, თითქოს არ მიგეღოს?
4:8აწ უკვე გამძღარხართ, გამდიდრებულხართ და უჩვენოდ სუფევთ. ნეტა მართლა გქონდეთ სუფევა, რომ ჩვენც თქვენთან ერთად ვსუფევდეთ.
4:9რადგანაც ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულნი, ღმერთმა სულ ბოლოს გამოგვიყვანა, როგორც სიკვდილმისჯილნი, ქვეყნიერების, ანგელოზთა და კაცთა სასეიროდ.
პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ა 4:7
- იოანე 3:27მიუგო იოანემ და თქვა: ვერაფერს მიიღებს კაცი, თუკი ზეცით არ მისცემია.
- პეტრეს ეპისტოლე ა 4:10თითოეული თქვენგანი იმ ნიჭით ემსახუროს დანარჩენთ, რაც მიუღია, როგორც შეშვენის ღვთის მრავალფეროვანი მადლის კეთილ მნეს.
- იაკობის ეპისტოლე 1:17ყოველი კეთილი საბოძვარი და ყოველი კეთილი ნიჭი ზეგარდმო გადმოდის ნათელთა მამისაგან, ვისთვისაც უცხოა ცვალებადობა და ცვლილების ჩრდილი.
- ნეშტთა შორისა ა 29:11შენია, უფალო, დიდება, ძლიერება, ქება, ძლევა და დიდებულება, ისევე როგორც ყოველივე ცაზე და ქვეყანაზე. შენია უფალო, მეფობა, ყველაზე აღმატებული ხარ მთავრად.
- ნეშტთა შორისა ა 29:16უფალო, ღმერთო ჩემო! მთელი სიმდიდრე, რაც ჩვენ მოვამზადეთ, შენს წმიდა სახელზე სახლის ასაგებად, შენი ხელით არის მოცემული და შენია ყოველი.
- რომაელთა მიმართ 12:6და რაკი ჩვენთვის მოგებული მადლის წყალობით სხვადასხვა ნიჭი გვაქვს, ამიტომ, თუ წინასწარმეტყველების ნიჭი გებოძა, რწმენისამებრ იწინასწარმეტყველე,
- იოანე 1:16და მისი სავსებისგან ყველამ მივიღეთ მადლი მადლისა წილ.
- იგავესნი 2:6რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს და მის ბაგეთაგან არის ცოდნა და შეგნება,
განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ა 4
სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ა 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში