
კორინთელთა მიმართ ა 8:11: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
და შენი ცოდნით წარწყმდება შენი უძლური ძმა, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე.
კორინთელთა მიმართ ა 8:11 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 7 მარტი, 2027, ხორცის კვირა (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ა 8:11
9 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “შენი ზიანი, რომელსაც მოყვასს აყენებ, ორი მიზეზის გამოა საპატიებელი: ჯერ ერთი, მოყვასი შენი უძლურია და მეორეც, იგი ძმაა შენი. მაგრამ, არის მესამეც, ყველაზე საშინელი. რა არის ეს? ის, რომ ქრისტემ არ იუარა მისთვის სიკვდილი, შენ კი არ გინდა, თუნდაც მცირედი შემწყნარებლობა გამოიჩინო მის მიმართ.”
მთელი განმარტება
შენი ზიანი, რომელსაც მოყვასს აყენებ, ორი მიზეზის გამოა საპატიებელი: ჯერ ერთი, მოყვასი შენი უძლურია და მეორეც, იგი ძმაა შენი. მაგრამ, არის მესამეც, ყველაზე საშინელი. რა არის ეს? ის, რომ ქრისტემ არ იუარა მისთვის სიკვდილი, შენ კი არ გინდა, თუნდაც მცირედი შემწყნარებლობა გამოიჩინო მის მიმართ.
ამ სიტყვებით მოციქული სრულყოფილს ახსენებს, თუ ვინ იყო იგი თავად უწინ და რომ ქრისტე მისთვის მოკვდა. იგი არ ამბობს: მისთვის უნდა მომკვდარიყავიო, არამედ გაცილებით მძაფრად: “მისთვის მოკვდა ქრისტე”.
უფალი შენი არ იუარა მისთვის სიკვდილი, შენ კი ყურადღებასაც არ აქცევ მას. არ გსურს, მისთვის თავი შეიკავო უწმინდური ტრაპეზისგანაც კი და უშვებ, რომ დაიღუპოს მას შემდეგ, რაც ასე აღსრულდა მისი ხსნა. და, რაც ყველაზე მძიმეა, ეს საჭმლის გამო ხდება.
მოციქული არ ამბობს: შენი სრულყოფილების გამო, ან შენი ცოდნის გამო, არამედ: შენი საჭმლის გამო. აჰა, აქ არის ოთხი დანაშაული და თანაც, უმნიშვნელოვანესი: შენი ძმა, უძლური, იმდენად საყვარელი ქრისტესთვის, რომ მან მისთვის სიკვდილიც კი იტვირთა და ამასთან, საჭმლის გამო ემუქრება დაღუპვა. ნუთუ ეს მცირე ცოდვაა?
ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ნიკიფორე (თეოტოკისი)18 საუკუნე ბასილი მიხაილოვსკი19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 9
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 9 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში



თეოფილაქტე ბულგარელი
Commentary on the First Epistle to the Corinthians of Saint Apostle Paul
წყაროს გახსნა
თეოფილაქტე ბულგარელი
Interpretation of the Second Epistle to the Corinthians of the Holy Apostle Paul
წყაროს გახსნა

თეოდორიტე კვიროსელი
Interpretation of the Second Epistle of Apostle Paul to the Corinthians
წყაროს გახსნა
კორინთელთა მიმართ ა 8:11 კონტექსტში
8:9მაინც სიფრთხილე გმართებთ, რათა ეგ თქვენი თავისუფლება საცდური არ შეიქნეს უძლურთათვის.
8:10რადგან თუ ვინმე დაგინახავს, რომ შენ, რომელსაც გაქვს ცოდნა, საკერპოში ინახად ზიხარ, განა მისი უძლური სინიდისი არ განაწყობს კერპთშეწირულობის ჭამად?
8:11და შენი ცოდნით წარწყმდება შენი უძლური ძმა, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე.
8:12ასე რომ, თუ ამნაირად შესცოდავთ ძმათა მიმართ და მოსწყლავთ მათ უძლურ სინიდისს, ქრისტეს მიმართაც სცოდავთ.
8:13ამიტომაც თუ საჭმელი აცდუნებს ჩემს ძმას, აღარასოდეს შევჭამ ხორცს, რათა არ ვაცდუნო იგი.
პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ა 8:11
- რომაელთა მიმართ 14:15ხოლო თუ საჭმლის გამო წუხს შენი ძმა, უკვე აღარ დადიხარ სიყვარულის გზით. შენი საჭმლით ნუ დაღუპავ მას, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე.
- რომაელთა მიმართ 15:1ჩვენ კი, ძლიერნი, მოვალენი ვართ ვიტვირთოთ უძლურთა უმწეობა და არ ვეძებოთ ჩვენი სიამე.
- რომაელთა მიმართ 15:3რადგან ქრისტეც თავის სიამოვნებას კი არ ეძებდა, არამედ როგორც წერია: „შენი მაგინებლების გინება დამატყდა თავს“.
- კორინთელთა მიმართ ა 8:13ამიტომაც თუ საჭმელი აცდუნებს ჩემს ძმას, აღარასოდეს შევჭამ ხორცს, რათა არ ვაცდუნო იგი.
- რომაელთა მიმართ 14:20საჭმლის გულისთვის ნუ დაარღვევ ღვთის საქმეს. ყველაფერი წმიდაა, მაგრამ ბოროტია კაცისთვის, ვინც საცდუნებლად ჭამს.
- რომაელთა მიმართ 14:21გიჯობს არც ხორცი ჭამო, არც ღვინო სვა და არც რამ ისეთი აკეთო, რაზედაც შეიძლება წაიბორძიკოს შენმა ძმამ.
- კორინთელთა მიმართ ა 10:33ისევე, როგორც მე ვცდილობ ყოველნაირად ვაამო ყველას, რადგანაც ჩემთვის კი არა, მრავალთათვის ვეძებ სარგებელს, რათა ყველანი ცხონდნენ.
- კორინთელთა მიმართ ა 11:1მე მომბაძეთ, როგორც მე ვბაძავ ქრისტეს.
განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ა 8
სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ა 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში