
რომაელთა მიმართ 14:15: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ხოლო თუ საჭმლის გამო წუხს შენი ძმა, უკვე აღარ დადიხარ სიყვარულის გზით. შენი საჭმლით ნუ დაღუპავ მას, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე.
რომაელთა მიმართ 14:15 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 20 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-5 კვირის სამშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: რომაელთა მიმართ 14:15
9 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “თუკი შენი ძმა საჭმლის გამო წუხს, ე.ი. სიყვარულით არ იქცევი. ხედავ, როგორ ცდილობს მოციქული, უპირველესად, გული მოიგოს, აჩვენოს, რომ დიდ ყურადღებას აქცევს მას და არ სურს მისი დამწუხრება. ამიტომაც ვერ ბედავს იმის ბრძანებასაც კი, რაც აუცილებელია. არამედ არჩევს, გულისხმიერებითა და სიყვარულით მიიზიდოს. შიშის გაფანტვის შემდეგაც კი, არ მიმართავს ძალას და არ აიძულებს, არამედ სრულ თავისუფლებას ანიჭებს, რადგან სხვადასხვაა საჭმლისგან თავის შეკავება და ძმისთვის გულის ტკენა.”
მთელი განმარტება
თუკი შენი ძმა საჭმლის გამო წუხს, ე.ი. სიყვარულით არ იქცევი. ხედავ, როგორ ცდილობს მოციქული, უპირველესად, გული მოიგოს, აჩვენოს, რომ დიდ ყურადღებას აქცევს მას და არ სურს მისი დამწუხრება. ამიტომაც ვერ ბედავს იმის ბრძანებასაც კი, რაც აუცილებელია. არამედ არჩევს, გულისხმიერებითა და სიყვარულით მიიზიდოს. შიშის გაფანტვის შემდეგაც კი, არ მიმართავს ძალას და არ აიძულებს, არამედ სრულ თავისუფლებას ანიჭებს, რადგან სხვადასხვაა საჭმლისგან თავის შეკავება და ძმისთვის გულის ტკენა.
ნახე, როგორ ზრუნავს სიყვარულის შენარჩუნებაზე? მან იცის, რომ სიყვარულს ყველაფრის გამოსწორება შეუძლია, ამიტომაც მსმენელებისგან მეტს მოითხოვს. არა მხოლოდ უკიდურესობამდე არ უნდა მიიყვანოთ ისინი, არამედ თუკი დათმობა გახდება საჭირო, ამაზეც არ უნდა თქვათ უარი. ამიტომაც ამატებს: “ნუ დაღუპავ შენი საჭმლით მას, ვისთვისაც ქრისტე მოკვდა”. ნუთუ შენი ძმა არ ღირს იმად, რომ საჭმლისგან თავშეკავებით მისი ხსნა შეიძინო? ქრისტემ არ იუარა მისთვის მონად გახდომა და სიკვდილი, შენ კი მისი გადასარჩენად საჭმლისგან თავის შეკავება არ გინდა? თუმცა ქრისტემ იცოდა, რომ ყველას როდი არგებდა, მაგრამ აღასრულა თავისი საქმე და ყველასთვის მოკვდა. შენ კი იცი, რომ საჭმლის გამო უფრო მნიშვნელოვანს ღუპავ და ამის მიუხედავად, კამათობ, ზიზღით უყურებ მას, ვინც ქრისტემ ასეთი პატივის ღირსად მიიჩნია, შეურაცხყოფ მას, ვინც მან შეიყვარა? ქრისტე არა მხოლოდ სუსტი რწმენის მქონესთვის, არამედ მტრისთვისაც მოკვდა, შენ კი სუსტი რწმენის მქონესთვის არ გინდა საჭმლისგან თავის შეკავება? ქრისტემ უდიდესი საქმე აღასრულა, შენ კი არ გინდა მცირედის გაკეთება, მაშინ როდესაც ის უფალია, შენ კი ძმა. ეს სიტყვები საკმარისია სუსტი რწმენის მქონესთვისაც კი, რადგან ჩანს, რომ იგი მცირედმორწმუნეა და ღვთისგან დიდ ნიჭებს იღებს, მაგრამ მცირედსაც არ სწირავს.
ბასილი დიდი4 საუკუნე ამბროზიასტერი4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე გენადი კონსტანტინოპოლელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 9
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 9 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
რომაელთა მიმართ 14:15 კონტექსტში
14:13მაშ, ნუ განვიკითხავთ ერთმანეთს, არამედ იმაზე იმსჯელეთ, რომ ძმას არ დაუგოთ ფეხწამოსაკრავი ანდა საცდური.
14:14ვიცი და მწამს უფალ იესოს მიერ, რომ თავისთავად არაფერია უწმინდური, არამედ უწმინდურია მხოლოდ მისთვის, ვინც უწმინდურად მიიჩნევს მას.
14:15ხოლო თუ საჭმლის გამო წუხს შენი ძმა, უკვე აღარ დადიხარ სიყვარულის გზით. შენი საჭმლით ნუ დაღუპავ მას, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე.
14:16ნუმც დაიგმობა თქვენი სიკეთე.
14:17რადგანაც ღვთის სასუფეველი სასმელ-საჭმელი კი არაა, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სული წმიდაში.
პარალელური ადგილები: რომაელთა მიმართ 14:15
- კორინთელთა მიმართ ა 8:11და შენი ცოდნით წარწყმდება შენი უძლური ძმა, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე.
- კორინთელთა მიმართ ა 8:12ასე რომ, თუ ამნაირად შესცოდავთ ძმათა მიმართ და მოსწყლავთ მათ უძლურ სინიდისს, ქრისტეს მიმართაც სცოდავთ.
- ფილიპელთა მიმართ 2:2აღავსეთ ჩემი სიხარული, რათა იყოთ თანამზრახველნი, ერთი და იმავე სიყვარულით გულშეძრულნი, ერთსულოვანნი და თანამოაზრენი.
- ფილიპელთა მიმართ 2:4მარტო თავის თავზე ნუკი ზრუნავს თითოეული თქვენგანი, არამედ სხვებზეც იზრუნოს.
- გალატელთა მიმართ 5:13ხოლო თქვენ, ძმანო, თავისუფლებისთვისა ხართ ხმობილნი, მაგრამ ხორციელ განცხრომას ნუ მოახმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს.
- ეფესელთა მიმართ 5:2და იარეთ სიყვარულით, როგორც შეგვიყვარა ქრისტემ და ჩვენი გულისთვის შესაწირავად და კეთილსურნელოვან მსხვერპლად მისცა თავისი თავი ღმერთს.
- კორინთელთა მიმართ ა 8:1ხოლო კერპთათვის შენაწირისა ვიცით, რადგანაც ყველას გვაქვს ცოდნა; მაგრამ ცოდნა აამპარტავნებს, სიყვარული კი აშენებს კაცს.
- კორინთელთა მიმართ ა 13:4სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს;
განაგრძე კითხვა: რომაელთა მიმართ 14
სრულად წაიკითხე: რომაელთა მიმართ 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში


