
რომაელთა მიმართ 14:21: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
გიჯობს არც ხორცი ჭამო, არც ღვინო სვა და არც რამ ისეთი აკეთო, რაზედაც შეიძლება წაიბორძიკოს შენმა ძმამ.
რომაელთა მიმართ 14:21 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 13 მარტი, 2027, რძის უარყოფის შაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: რომაელთა მიმართ 14:21
10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “კვლავ მოციქული უფრო მეტს მოითხოვს, არა მხოლოდ ნუ აიძულებთ, არამედ ლმობიერება გამოიჩინეთო. თავადაც ხომ ასე იქცეოდა ხშირად, როდესაც წინადაცვეთას იღებდა, თმას იკვეცდა და იუდეველთა მსხვერპლს სწირავდა. სუსტს არ ეუბნება, აკეთეო, არამედ ამას საკუთარი აზრის სახით სთავაზობს, რათა უფრო მეტად უდარდელი არ გახადოს იგი.”
მთელი განმარტება
კვლავ მოციქული უფრო მეტს მოითხოვს, არა მხოლოდ ნუ აიძულებთ, არამედ ლმობიერება გამოიჩინეთო. თავადაც ხომ ასე იქცეოდა ხშირად, როდესაც წინადაცვეთას იღებდა, თმას იკვეცდა და იუდეველთა მსხვერპლს სწირავდა. სუსტს არ ეუბნება, აკეთეო, არამედ ამას საკუთარი აზრის სახით სთავაზობს, რათა უფრო მეტად უდარდელი არ გახადოს იგი.
და რას ამბობს? “კეთილ არს არა ჭამაჲ ხორცთა”. და რას ვამბობ ხორცზე? თავი შეიკავე ღვინისაგანაც და ყველაფრისაგან, რაც კი საცდურად ექცევა, რადგან არაფერი შეიძლება შეედაროს ძმის გადარჩენას. ეს ხომ ქრისტემ გვიჩვენა, რომელიც ზეციდან ჩამოვიდა და ყოველივე დაითმინა ჩვენთვის, რაც კი დაუთმენია.
აჰა, როგორ არწმუნებს მოციქული სხვას და ამბობს: “დაბრკოლდეს, ან საცდურ იქმნეს, ანუ უძლურ იყოს”. ნუ მეტყვი, აგრძელებს იგი, რომ ეს უგუნურებაა, არამედ გახსოვდეს, რომ ამან შეიძლება გამოასწოროს იგი. შენთვის საკმარისი გამართლებაა ის, რომ უძლურს ეხმარები და საკუთარ თავს არცთუ მცირედ ვნებ, რადგან შენი საქციელი თვალთმაქცობა კი არა, აღშენება და დაცვაა. თუ აიძულებ მას, ის წინააღმდეგობას გაგიწევს და გაგკიცხავს, და კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება იმაში, რომ თავი შეიკავოს საჭმლისაგან. Თუ ლმობიერებას გამოიჩენ მის მიმართ, მაშინ ის ჯერ შეგიყვარებს, ყოველგვარი ეჭვის გარეშე მოისმენს შენს მოძღვრებას და, ბოლოს, შენ შესაძლებლობა გექნება, შეუმჩნევლად ჩათესო მასში სწორი დოგმატები. ხოლო თუკი მაშინვე შეიძულებს შენ, შენ გადაუკეტავ შესასვლელს შენს სიტყვებს.
ამრიგად, ნუ აიძულებ ძმას, არამედ თავად შეიკავე მისთვის, შეიკავე არა როგორც უწმინდურისაგან, არამედ იმიტომ, რომ ის ცდუნდება და უფრო მეტად შეგიყვარებს შენ. ასე ბრძანა პავლემ და თქვა: “კეთილ არს არა ჭამაჲ ხორცთა”, არა იმიტომ, რომ ეს უწმინდურია, არამედ იმიტომ, რომ ძმა ცდუნდება და სუსტდება.
ამბროზიასტერი4 საუკუნე კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე კონსტანციუსი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე კოხომსკი ს. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 10
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
რომაელთა მიმართ 14:21 კონტექსტში
14:19მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობას და ერთურთის აღშენებას ემსახურება.
14:20საჭმლის გულისთვის ნუ დაარღვევ ღვთის საქმეს. ყველაფერი წმიდაა, მაგრამ ბოროტია კაცისთვის, ვინც საცდუნებლად ჭამს.
14:21გიჯობს არც ხორცი ჭამო, არც ღვინო სვა და არც რამ ისეთი აკეთო, რაზედაც შეიძლება წაიბორძიკოს შენმა ძმამ.
14:22გაქვს რწმენა? შენი ღმერთის წინაშე გქონდეს. ნეტა მას, ვინც თავს არ ისჯის იმით, რასაც აირჩევს.
14:23ხოლო ვინც ჭამისას ეჭვობს, განიკითხება, რადგანაც რწმენით როდი ჭამს. ვინაიდან ყოველივე ის, რაც რწმენით არ არის, ცოდვაა.
პარალელური ადგილები: რომაელთა მიმართ 14:21
- კორინთელთა მიმართ ა 8:13ამიტომაც თუ საჭმელი აცდუნებს ჩემს ძმას, აღარასოდეს შევჭამ ხორცს, რათა არ ვაცდუნო იგი.
- რომაელთა მიმართ 14:13მაშ, ნუ განვიკითხავთ ერთმანეთს, არამედ იმაზე იმსჯელეთ, რომ ძმას არ დაუგოთ ფეხწამოსაკრავი ანდა საცდური.
- რომაელთა მიმართ 15:1ჩვენ კი, ძლიერნი, მოვალენი ვართ ვიტვირთოთ უძლურთა უმწეობა და არ ვეძებოთ ჩვენი სიამე.
- რომაელთა მიმართ 15:2ყოველი ჩვენგანი უნდა ცდილობდეს აამოს მოყვასს, მისდა სასიკეთოდ და ასაშენებლად.
- მათეს სახარება 16:23ხოლო ის მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: გამშორდი, სატანა! ჩემი საცდური ხარ! რადგან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას.
- მათეს სახარება 18:7ვაი ამ ქვეყანას საცდურთაგან, ვინაიდან საცდური გარდუვალია: მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის საცდური.
- მათეს სახარება 18:10ეკრძალეთ, ნუ შეურაცხყოფთ ნურცერთ ამ მცირეთაგანს, რადგანაც გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ცაში თვალს არ აშორებენ ჩემი ზეციერი მამის სახეს.
- ლუკას სახარება 17:1და უთხრა თავის მოწაფეებს: შეუძლებელია, რომ არ მოვიდნენ საცდურნი, მაგრამ ვაი მას, ვისგანაც მოვლენ.
განაგრძე კითხვა: რომაელთა მიმართ 14
სრულად წაიკითხე: რომაელთა მიმართ 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში

