
მეფეთა ა 1:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სულგამწარებულმა ქალმა დაუწყო ვედრება უფალს და ცხარედ ტიროდა.
მეფეთა ა 1:10 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 1:10 კონტექსტში
1:8ელკანა, მისი ქმარი, ეუბნებოდა: ხანა, რატომ ტირი? რატომ არაფერს ჭამ? გული რატომ გაქვს დამწუხრებული? განა ათ შვილს არ გირჩევნივარ?
1:9ადგა ერთხელ ხანა სმა-ჭამის შემდეგ სილოამში. ელი მღვდელი კი საკარცხულზე იჯდა უფლის სახლის წირთხლთან.
1:10სულგამწარებულმა ქალმა დაუწყო ვედრება უფალს და ცხარედ ტიროდა.
1:11აღუთქვამდა და ეუბნებოდა: ცაბაოთ უფალო, თუ მიხედავ შენი მხევლის ტანჯვას, თუ გამიხსენებ და არ დაივიწყებ შენს მხევალს, და მისცემ შენს მხევალს ვაჟიშვილს, უფალს დავუთმობ მას. ვიდრე ცოცხალი იქნება, დანა არ შეეხება მის თავს.
1:12დიდხანს ლოცულობდა ქალი უფლის წინაშე, ხოლო ელი მის ბაგეებს აკვირდებოდა.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 1:10
- იობი 7:11მეც აღარ დავაყენებ ჩემს პირს, ვილაპარაკებ სულშეჭირვებული, ვიღაღადებ სიცოცხლეგამწარებული.
- ლუკას სახარება 22:44ურვილი უფრო გულმხურვალედ ლოცულობდა და მისი ოფლი სისხლის წვეთებად ეპკურებოდა მიწას.
- იობი 10:1მოსძაგდა ჩემს სულს სიცოცხლე, უნდა ვიგლოვო ჩემი თავი, უნდა ვილაპარაკო სულგამწარებულმა.
- ფსალმუნები 91:15მომიხმობს მე და ვუპასუხებ, მასთან ვარ გასაჭირში; გამოვიხსნი და ვასახელებ.
- ებრაელთა მიმართ 5:7რომელმაც მისი ხორციელად ყოფნის დღეებში ხმამაღალი ღაღადისითა და ცრემლების ფრქვევით შესწირა ლოცვა-ვედრება მას, ვისაც შეეძლო სიკვდილისაგან ეხსნა იგი, და შესმენილ იქნა მისი ღვთისმოშიშების გამო.
- ესაია 54:6რადგან უფალმა მოგიხმო, როგორც ცოლს, გაშვებულს და სულგამწარებულს, როგორც ყრმობისდროინდელ ცოლს, შეძულებულს, ამბობს შენი ღმერთი.
- მსაჯულნი 21:2მივიდა ხალხი ბეთელში, საღამომდე ისხდნენ იქ ღვთის წინაშე, მაღალი ხმით მოთქვამდნენ და მწარედ ტიროდნენ.
- ესაია 38:15რა მეთქმის? მითხრა და აასრულა: სულგამწარებული გავათრევ ჩემს წლებს.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 1
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში