
იობი 10:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოსძაგდა ჩემს სულს სიცოცხლე, უნდა ვიგლოვო ჩემი თავი, უნდა ვილაპარაკო სულგამწარებულმა.
იობი 10:1 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 10:1 კონტექსტში
10:1მოსძაგდა ჩემს სულს სიცოცხლე, უნდა ვიგლოვო ჩემი თავი, უნდა ვილაპარაკო სულგამწარებულმა.
10:2ვეტყვი ღმერთს: ნუ მადანაშაულებ! მაცოდინე, რისთვის მედავები?
10:3კარგია შენთვის, რომ თრგუნავ, რომ მოიძულე შენ ხელთა ქმნილება და ბოროტეულთა რჩევით ანათებ?
პარალელური ადგილები: იობი 10:1
- იობი 7:11მეც აღარ დავაყენებ ჩემს პირს, ვილაპარაკებ სულშეჭირვებული, ვიღაღადებ სიცოცხლეგამწარებული.
- რიცხვთა 11:15რაკი ასე მექცევი, მომკალი ბარემ, თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, რომ არ ვუყურო ჩემს გასაჭირს.
- იობი 9:21უმწიკვლო ვარ, მაგრამ არად ვაგდებ ჩემს თავს: სიცოცხლე მომძულდა.
- იონა 4:8მზე რომ ამოვიდა, მოავლინა ღმერთმა აღმოსავლეთის ცხელი ქარი; მზემ ისე დააცხუნა თავზე იონას, რომ მან, ღონემიხდილმა, სიკვდილი ინატრა, თქვა: ამ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია.
- იობი 5:15ის იხსნის ღატაკს მახვალისგან, მათი პირიდან და მაგარი ხელიდან.
- იობი 5:16ბეჩავი კაცი იმედით ცოცხლობს, უკეთურება კი პირს მუწავს.
- იობი 5:20შიმშილობის დროს სიკვდილისგან გიხსნის და ომში - მახვილისგან,
- იობი 10:15თუ დამნაშავე ვარ, ვაიმე ჩემს თავს! თუ მართალი ვარ, თავს ვერ ვწევ მაღლა, რადგან სავსე ვარ სირცხვილით. ნახე ჩემი სივაგლახე!
განაგრძე კითხვა: იობი 10
სრულად წაიკითხე: იობი 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში