გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

მეფეთა ა 11:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მეფეთა ა 11:2

უთხრა ნახაშ ყამონელმა: ჯერ ყველას მარჯვენა თვალებს დაგთხრით, რომ სირცხვილი ვაჭამო მთელ ისრაელს, და მერე შევკრავ თქვენთან კავშირს.

მეფეთა ა 11:2 · საქართველოს საპატრიარქო

მეფეთა ა 11:2 კონტექსტში

11:1წამოვიდა ნახაშ ყამონელი და შემოადგა გალაადის იაბეშს. უთხრეს იაბეშელებმა ნახაშს: შეკარი კავშირი ჩვენთან და დაგემორჩილებით.

11:2უთხრა ნახაშ ყამონელმა: ჯერ ყველას მარჯვენა თვალებს დაგთხრით, რომ სირცხვილი ვაჭამო მთელ ისრაელს, და მერე შევკრავ თქვენთან კავშირს.

11:3უთხრეს იაბეშის უხუცესებმა: შვიდი დღე გვაცალე, რომ მოციქულები დავგზავნოთ მთელ ისრაელში, და თუ არავინ შეგვეწია, გამოვალთ თქვენ წინააღმდეგ.

11:4მივიდნენ მოციქულები საულის გიბყაში და გამოუცხადეს ეს ამბავი ხალხს. ახმაურდა ხალხი და მორთო ტირილი.

პარალელური ადგილები: მეფეთა ა 11:2

განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 11

სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში