
მეფეთა ა 11:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მივიდნენ მოციქულები საულის გიბყაში და გამოუცხადეს ეს ამბავი ხალხს. ახმაურდა ხალხი და მორთო ტირილი.
მეფეთა ა 11:4 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 11:4 კონტექსტში
11:2უთხრა ნახაშ ყამონელმა: ჯერ ყველას მარჯვენა თვალებს დაგთხრით, რომ სირცხვილი ვაჭამო მთელ ისრაელს, და მერე შევკრავ თქვენთან კავშირს.
11:3უთხრეს იაბეშის უხუცესებმა: შვიდი დღე გვაცალე, რომ მოციქულები დავგზავნოთ მთელ ისრაელში, და თუ არავინ შეგვეწია, გამოვალთ თქვენ წინააღმდეგ.
11:4მივიდნენ მოციქულები საულის გიბყაში და გამოუცხადეს ეს ამბავი ხალხს. ახმაურდა ხალხი და მორთო ტირილი.
11:5აჰა, საულიც მოდის, ხარებს მოჰყვება ყანიდან. იკითხა საულმა: რა ატირებს ხალხს? ამცნეს იაბეშელთა ნათქვამი.
11:6ამ სიტყვების გაგონებისას ღვთის სული გადმოვიდა საულზე და ძლიერ განრისხდა იგი.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 11:4
- მეფეთა ა 10:26საულიც გაემართა თავისი სახლისკენ, გიბყაში. თან გაჰყვა მამაცი ხალხი, რომელთა გულებს ღმერთი შეეხო.
- მსაჯულნი 2:4როცა უფლის ანგელოზები ამ სიტყვებს ეუბნებოდა ისრაელიანებს, ხმამაღლა ატირდა ხალხი.
- მსაჯულნი 21:2მივიდა ხალხი ბეთელში, საღამომდე ისხდნენ იქ ღვთის წინაშე, მაღალი ხმით მოთქვამდნენ და მწარედ ტიროდნენ.
- მეფეთა ა 15:34გაბრუნდა სამუელი რამათს, საული კი თავის სახლში, საულის გიბყაში წავიდა.
- მეფეთა ა 30:4ტყვედ იყვნენ წაყვანილნი დავითის ორი ცოლიც - იზრეყელელი ახინოყაბი და ქარმელელი ნაბალის ქვრივი.
- ებრაელთა მიმართ 13:3გახსოვდეთ პატიმრები, თითქოს მათთან ერთად გედოთ ბორკილები და იტანჯებოდეთ, რადგან თვითონაც ხორციელნი ხართ.
- გალატელთა მიმართ 6:2ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.
- მეფეთა ბ 21:6ჩაგვაბარონ შვიდი კაცი მის შთამომავალთაგან და ჩვენც ჩამოვკიდებთ მათ უფლის წინაშე უფლის რჩეულის, საულის გიბყაში. თქვა მეფემ: ჩაგაბარებთ.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 11
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში