
მეფეთა ა 16:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აიღო სამუელმა ზეთიანი რქა და სცხო მას მისი ძმების თანდასწრებით. ამ დღიდან და მერეც უფლის სული წარუმართავდა დავითს. ადგა სამუელი და წავიდა რამათს.
მეფეთა ა 16:13 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 16:13 კონტექსტში
16:11უთხრა სამუელმა იესეს: სულ ეს არიან შენი ყმაწვილები? მიუგო: კიდევ დარჩა უმცროსი, მაგრამ ცხვარშია ახლა. უთხრა სამუელმა იესეს: გაგზავნე კაცი და მოაყვანინე, რადგან არ დავსხდებით, ვიდრე აქ არ მოვა იგი.
16:12გაგზავნა კაცი და მოაყვანინა. წითური იყო, თვალადი და ლამაზი შესახედავი. თქვა უფალმა: ადექი, სცხე მას, რადგან სწორედ ეს არის ის.
16:13აიღო სამუელმა ზეთიანი რქა და სცხო მას მისი ძმების თანდასწრებით. ამ დღიდან და მერეც უფლის სული წარუმართავდა დავითს. ადგა სამუელი და წავიდა რამათს.
16:14განეშორა საულს უფლის სული და დაუწყო მას წვალება ბოროტმა სულმა უფლისაგან.
16:15უთხრეს მისმა მორჩილებმა საულს: აჰა, ბოროტი სული ღვთისაგან გაშფოთებს შენ.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 16:13
- მეფეთა ა 10:6ღვთის სული გადმოვა შენზე და მათთან ერთად აქადაგდები, სხვა კაცად გარდაიქმნები.
- ებრაელთა მიმართ 1:9„შეიყვარე სიმართლე და მოიძულე ურჯულოება, ამიტომაც გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთი უფრო უხვად, ვიდრე შენს თანაზიართ“.
- მეფეთა ა 10:1აიღო სამუელმა ზეთით სავსე ქილა, თავზე დაასხა, აკოცა და უთხრა: აჰა, გცხო უფალმა თავისი სამკვიდროს მთავრად.
- მსაჯულნი 11:29გადმოვიდა უფლის სული იფთახზე და მან გაიარა გალაადი და მენაშე, გაიარა გალაადის მიცფა და გალაადის მიცფადან წავიდა ყამონელებზე.
- იოანე 3:34რადგან ვინც ღმერთმა მოავლინა, ღმრთის სიტყვებს ამბობს, ვინაიდან ღმერთი ზომით როდი იძლევა სულს.
- მსაჯულნი 3:10უფლის სული იყო მასზე და გახდა იგი ისრაელის მსაჯული. გავიდა სალაშქროდ და ხელში ჩაუგდო უფალმა ქუშან-რიშთაიმი, არამის მეფე. სძლია მისმა ხელმა ქუშან-რიშთაიმს.
- მეფეთა ა 10:9როგორც კი გატრიალდა საული წასასვლელად სამუელისგან, სხვა გული ჩაუდგა მას ღმერთმა და ყველა ნიში აუცხადდა იმ დღეს.
- მეფეთა ა 10:10ავიდნენ გორაკზე და, აჰა, მოდის მისკენ ქადაგთა გუნდი. გადმოვიდა მასზე ღვთის სული და ისიც მათთან ერთად აქადაგდა.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 16
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში