
მეფეთა ა 16:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
განეშორა საულს უფლის სული და დაუწყო მას წვალება ბოროტმა სულმა უფლისაგან.
მეფეთა ა 16:14 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 16:14 კონტექსტში
16:12გაგზავნა კაცი და მოაყვანინა. წითური იყო, თვალადი და ლამაზი შესახედავი. თქვა უფალმა: ადექი, სცხე მას, რადგან სწორედ ეს არის ის.
16:13აიღო სამუელმა ზეთიანი რქა და სცხო მას მისი ძმების თანდასწრებით. ამ დღიდან და მერეც უფლის სული წარუმართავდა დავითს. ადგა სამუელი და წავიდა რამათს.
16:14განეშორა საულს უფლის სული და დაუწყო მას წვალება ბოროტმა სულმა უფლისაგან.
16:15უთხრეს მისმა მორჩილებმა საულს: აჰა, ბოროტი სული ღვთისაგან გაშფოთებს შენ.
16:16უბრძანოს ჩვენმა ბატონმა შენს მორჩილთ, მოძებნონ კაცი, ქნარზე დამკვრელი, და როცა შემოგაწვება ბოროტი სული ღვთისგან, დაუკრავს და შვება მოგეცემა.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 16:14
- ფსალმუნები 51:11ნუ უკუმაგდებ შენგან და ნუ წამართმევ შენი სიწმიდის სულს.
- მეფეთა ა 18:12დაუშინდა სული საულს, რადგან უფალი იყო დავითთან, საულს კი განეშორა.
- მსაჯულნი 9:23შუღლი ჩამოაგდო ღმერთმა აბიმელექსა და შექემელებს შორის და აღარ მორჩილებდნენ შექემელები აბიმელექს,
- მსაჯულნი 16:20უთხრა დალილამ: ფილისტიმელები მოდიან შენზე, სამსონ! გამოეღვიძა და იფიქრა: ავდგები და წინანდებურად დავიხსნიო თავს. მაგრამ არ იცოდა, რომ ღმერთმა პირი იბრუნა მისგან.
- მეფეთა ა 28:15უთხრა სამუელმა: მე რისთვის მეკითხები, როცა უფალი განგიდგა და მტრად გექცა?
- მეფეთა ა 18:10მეორე დღეს შეიპყრო საული ღვთის ბოროტმა სულმა და გაშმაგდა იგი სახლში. დავითი ქნარზე უკრავდა ჩვეულებისამებრ, საულს კი შუბი ეჭირა ხელში.
- მოციქულთა საქმენი 19:15მიუგო სულმა უკეთურმა და უთხრა მათ: იესოც ვიცი და პავლესაც ვიცნობ, მაგრამ თქვენ ვინა ხართ?
- მოციქულთა საქმენი 19:16ეძგერა მათ უკეთური სულით შეპყრობილი კაცი, სძლია და ისე იმძლავრა მათზე, რომ შიშველნი და ნაცემ-ნაგვემნი გამოცვივდნენ სახლიდან.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 16
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში