
მეფეთა ა 16:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრეს მისმა მორჩილებმა საულს: აჰა, ბოროტი სული ღვთისაგან გაშფოთებს შენ.
მეფეთა ა 16:15 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 16:15 კონტექსტში
16:13აიღო სამუელმა ზეთიანი რქა და სცხო მას მისი ძმების თანდასწრებით. ამ დღიდან და მერეც უფლის სული წარუმართავდა დავითს. ადგა სამუელი და წავიდა რამათს.
16:14განეშორა საულს უფლის სული და დაუწყო მას წვალება ბოროტმა სულმა უფლისაგან.
16:15უთხრეს მისმა მორჩილებმა საულს: აჰა, ბოროტი სული ღვთისაგან გაშფოთებს შენ.
16:16უბრძანოს ჩვენმა ბატონმა შენს მორჩილთ, მოძებნონ კაცი, ქნარზე დამკვრელი, და როცა შემოგაწვება ბოროტი სული ღვთისგან, დაუკრავს და შვება მოგეცემა.
16:17უთხრა საულმა თავის მორჩილთ: მომიძებნეთ კაცი, კარგად რომ უკრავდეს ქნარზე, და მომიყვანეთ.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 16
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში