გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

მეფეთა ა 18:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მეფეთა ა 18:3

შეკრა იონათანმა დავითთან კავშირი, რადგან შეიყვარა იგი როგორც საკუთარი თავი.

მეფეთა ა 18:3 · საქართველოს საპატრიარქო

მეფეთა ა 18:3 კონტექსტში

18:1მოათავა საულთან ლაპარაკი და შეეკრა იონათანის სული დავითის სულს; და შეიყვარა იგი იონათანმა როგორც საკუთარი თავი.

18:2წაიყვანა იმ დღეს იგი საულმა და არ გაუშვა მამის სახლში.

18:3შეკრა იონათანმა დავითთან კავშირი, რადგან შეიყვარა იგი როგორც საკუთარი თავი.

18:4გაიძრო იონათანმა მოსასხამი, თან რომ ჰქონდა, და მისცა დავითს; აგრეთვე შესამოსელი, მახვილი, მშვილდი და სარტყელი.

18:5ყველგან დადიოდა დავითი, სადაც კი გააგზავნიდა მას საული, და ჭკვიანურად იქცეოდა. დაადგინა იგი საულმა ლაშქრის მეთაურად; ყველას მოეწონა ეს ამბავი, ხალხსაც და საულის მორჩილებსაც.

პარალელური ადგილები: მეფეთა ა 18:3

განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 18

სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში