
მეფეთა ბ 9:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თქვა დავითმა: ხომ არ დარჩენილა ვინმე საულის სახლიდან, რომ წყალობა ვუყო იონათანის გულისთვის?
მეფეთა ბ 9:1 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 9:1 კონტექსტში
9:1თქვა დავითმა: ხომ არ დარჩენილა ვინმე საულის სახლიდან, რომ წყალობა ვუყო იონათანის გულისთვის?
9:2ჰყავდა საულის სახლს მორჩილი, სასელად ციბა. გამოიძახეს იგი დავითთან და უთხრა მეფემ: შენა ხარ ციბა? მიუგო: გახლავარ, შენი მორჩილი.
9:3უთხრა მეფემ: აღარავინ დარჩენილა საულის სახლიდან, რომ ღვთის წყალობა ვუყო? უთხრა ციბამ მეფეს: ვაჟიშვილი დარჩა იონათანს, ფეხმტკივანი.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 9:1
- მეფეთა ა 20:42უთხრა იონათანმა დავითს: მშვიდობით იარე! როგორც ჩვენ ორთავემ დავიფიცეთ უფლის სახელით: უფალი იყოს ჩვენ შორის, ჩემსა და შენს შთამომავლობას შორის უკუნისამდე!
- მათეს სახარება 25:40მიუგებს მეუფე და ეტყვის მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ.
- მარკოზის სახარება 9:41იმას, ვინც ჭიქა წყალს მოგაწვდით ჩემი სახელით, ვინაიდან ქრისტესი ხართ, ჭეშმარიტად გეუბნებით: არ დაეკარგება თავისი საზღაური.
- პეტრეს ეპისტოლე ა 3:8და ბოლოს, ყველანი თანამოაზრენი, თანამლმობნი, ძმათმოყვარენი, შემწყნარებელნი და თავმდაბალნი იყავით.
- მეფეთა ბ 1:26როგორ დაეცნენ ვაჟკაცები, როგორ განადგურდა საომარი საჭურველი!
- იგავესნი 27:10შენს მეგობარს და მამაშენის მეგობარს ნუ მიატოვებ და შენი უბედურების დღეს ძმის სახლში ნუ მიხვალ; ახლო მეზობელი შორს მყოფ ძმას გერჩიოს.
- იოანე 19:26ხოლო იესომ, როცა დაინახა დედა და იქვე მდგომი მოწაფე, რომელიც უყვარდა, უთხრა დედას: დედაო, აჰა, შენი ძე!
- იოანე 19:27მერე კი მოწაფეს უთხრა: აჰა, დედაშენი; და ამ საათიდან მოწაფემ თავისას წაიყვანა იგი.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 9
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში