
მეფეთა ა 20:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და კიდევ სიყვარული შეჰფიცა იონათანმა დავითს, რადგან საკუთარი თავივით უყვარდა იგი.
მეფეთა ა 20:17 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 20:17 კონტექსტში
20:15ნურასოდეს მოაკლებ შენს მოწყალებას ჩემს სახლს, ნურც მაშინ, როცა აღგვის უფალი სათითაოდ დავითის მტრებს მიწის პირისგან.
20:16დადო აღთქმა იონათანმა დავითის სახლთან: დავითის მტრებს აგებინოს პასუხი უფალმა!
20:17და კიდევ სიყვარული შეჰფიცა იონათანმა დავითს, რადგან საკუთარი თავივით უყვარდა იგი.
20:18უთხრა იონათანმა: ხვალ ახალმთავრობაა. მოგიკითხავენ, რადგან ცარიელი იქნება შენი ადგილი.
20:19სამ დღეს მოიცალე და მერე წადი იმ ადგილას, სადაც იმალებოდი და აზელის კლდესთან დაჯექი.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 20:17
- იგავესნი 18:24ბევრი მეგობრის ყოლა დამღუპველია, ზოგი მეგობარი კი ძმაზე მოყვარულია.
- მეფეთა ა 18:1მოათავა საულთან ლაპარაკი და შეეკრა იონათანის სული დავითის სულს; და შეიყვარა იგი იონათანმა როგორც საკუთარი თავი.
- მეფეთა ა 18:3შეკრა იონათანმა დავითთან კავშირი, რადგან შეიყვარა იგი როგორც საკუთარი თავი.
- მეფეთა ბ 1:26როგორ დაეცნენ ვაჟკაცები, როგორ განადგურდა საომარი საჭურველი!
- მეორე სთვლისაება 13:6თუ იდუმალ წაგაქეზებს შენი ძმა, დედაშენის შვილი, ან შენი ვაჟი, ან ასული, ან შენ გვერდით მწოლი ცოლი, ან მეგობარი, რომელიც საკუთართ სულივითა გყავს და გეტყვის: წამო, ვემსახუროთ სხვა ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობთ არც შენ და არც შენი მამა-პაპა,
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 20
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში