
მეფეთა ა 18:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამ დღის შემდეგ იყო, რომ ალმაცერად უყურებდა საული დავითს.
მეფეთა ა 18:9 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 18:9 კონტექსტში
18:7გაჰყვიროდნენ მხიარული ქალები, ამბობდნენ: შემუსრა საულმა თავისი ათასი, ხოლი დავითმა თავისი ათი ათასი!
18:8მეტად განაწყენდა საული, არ მოეწონა ეს სიტყვები; თქვა: დავითს ათი ათასს აძლევენ, მე კი ათასს. მეფობაღა აკლია.
18:9ამ დღის შემდეგ იყო, რომ ალმაცერად უყურებდა საული დავითს.
18:10მეორე დღეს შეიპყრო საული ღვთის ბოროტმა სულმა და გაშმაგდა იგი სახლში. დავითი ქნარზე უკრავდა ჩვეულებისამებრ, საულს კი შუბი ეჭირა ხელში.
18:11მოისროლა საულმა შუბი, იფიქრა, კედელს მივაგმირავო დავითს. მაგრამ ორგზის გაუსხლტა მას დავითი.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 18:9
- მარკოზის სახარება 7:22სიძვანი, ანგარებანი, უკეთურებანი, მზაკვრობანი, გარყვნილება, თვალის სიავე, გმობა, ქედმაღლობა, უგუნურება.
- მათეს სახარება 20:15იქნებ ნება არა მაქვს, როგორც მსურს, ისე მოვექცე ჩემსას? ან იქნებ შენი თვალია უკეთური, იმიტომ, რომ მე ვარ კეთილი?
- შესაქმე 31:2სახეზე შეატყო იაკობმა ლაბანს, რომ იგი ისეთი აღარაა მის მიმართ, როგორც ადრე იყო.
- შესაქმე 4:5ხოლო კაენსა და მის ძღვენს არ მოჰხედა. ძალზე გამწარდა კაენი და თავი ჩაღუნა.
- შესაქმე 4:6უთხრა უფალმა კაენს: რად გამწარდი, რად ჩაღუნე თავი?
- ეფესელთა მიმართ 4:27ადგილს ნუ დაუთმობთ ეშმაკს.
- იაკობის ეპისტოლე 5:9ნუ დრტვინავთ, ძმანო, ერთურთის მიმართ, რათა არ განისაჯოთ; აჰა, მსაჯული კართანა დგას.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 18
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში