
მეფეთა ა 18:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მეორე დღეს შეიპყრო საული ღვთის ბოროტმა სულმა და გაშმაგდა იგი სახლში. დავითი ქნარზე უკრავდა ჩვეულებისამებრ, საულს კი შუბი ეჭირა ხელში.
მეფეთა ა 18:10 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 18:10 კონტექსტში
18:8მეტად განაწყენდა საული, არ მოეწონა ეს სიტყვები; თქვა: დავითს ათი ათასს აძლევენ, მე კი ათასს. მეფობაღა აკლია.
18:9ამ დღის შემდეგ იყო, რომ ალმაცერად უყურებდა საული დავითს.
18:10მეორე დღეს შეიპყრო საული ღვთის ბოროტმა სულმა და გაშმაგდა იგი სახლში. დავითი ქნარზე უკრავდა ჩვეულებისამებრ, საულს კი შუბი ეჭირა ხელში.
18:11მოისროლა საულმა შუბი, იფიქრა, კედელს მივაგმირავო დავითს. მაგრამ ორგზის გაუსხლტა მას დავითი.
18:12დაუშინდა სული საულს, რადგან უფალი იყო დავითთან, საულს კი განეშორა.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 18:10
- მეფეთა ა 19:9შეიპყრო ბოროტმა სულმა უფლისაგან საული, როცა შინ იჯდა და შუბი ეჭირა ხელში, დავითი კი ქნარს უკრავდა.
- თესალონიკელთა მიმართ ბ 2:11ამიტომაც ღმერთი საცდურის ქმედებას მოუვლენს მათ, რათა ირწმუნონ სიცრუე,
- მეფეთა ა 16:14განეშორა საულს უფლის სული და დაუწყო მას წვალება ბოროტმა სულმა უფლისაგან.
- მეფეთა ა 16:16უბრძანოს ჩვენმა ბატონმა შენს მორჩილთ, მოძებნონ კაცი, ქნარზე დამკვრელი, და როცა შემოგაწვება ბოროტი სული ღვთისგან, დაუკრავს და შვება მოგეცემა.
- მეფეთა ა 16:23როცა კი შემოაწვებოდა ბოროტი სული ღვთისაგან საულს, აიღებდა დავითი ქნარს და უკრავდა; ამოისუნთქავდა საული, უკეთ ხდებოდა, გაეცლებოდა ბოროტი სული.
- მოციქულთა საქმენი 16:16მოხდა ისე, რომ სამლოცველოში მიმავალთ შემოგვხვდა ერთი მხევალი, რომელსაც ჰქონდა პითონის სული და თავისი მისნობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს.
- მეფეთა ა 26:19არ დაიღვრება ჩემი სისხლი მიწაზე უფლის წინაშე, რადგან ერთიბეწო რწყილის საძებრად არის გამოსული ისრაელის მეფე, როგორც გნოლებს ედევნებიან ხოლმე მთებში.
- მეფეთა ა 19:23გაემართა ნავათისკენ, რამათს; მასზედაც გადმოვიდა ღვთის სული და ისიც გაქადაგდა გზაში, ნავათში მისვლამდე.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 18
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში