
მეფეთა ა 18:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოისროლა საულმა შუბი, იფიქრა, კედელს მივაგმირავო დავითს. მაგრამ ორგზის გაუსხლტა მას დავითი.
მეფეთა ა 18:11 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 18:11 კონტექსტში
18:9ამ დღის შემდეგ იყო, რომ ალმაცერად უყურებდა საული დავითს.
18:10მეორე დღეს შეიპყრო საული ღვთის ბოროტმა სულმა და გაშმაგდა იგი სახლში. დავითი ქნარზე უკრავდა ჩვეულებისამებრ, საულს კი შუბი ეჭირა ხელში.
18:11მოისროლა საულმა შუბი, იფიქრა, კედელს მივაგმირავო დავითს. მაგრამ ორგზის გაუსხლტა მას დავითი.
18:12დაუშინდა სული საულს, რადგან უფალი იყო დავითთან, საულს კი განეშორა.
18:13განიშორა საულმა დავითი და დაადგინა იგი ათასისთავად. გამოდიოდა და შედიოდა იგი ხალხის წინაშე.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 18:11
- მეფეთა ა 20:33და სტყორცნა საულმა მას შუბი მოსაკლავად. მიხვდა იონათანი, რომ გადაწყვეტილი ჰქონია მამამისს დავითის მოკვლა.
- ესაია 54:17ყოველი იარაღი, შენ წინააღმდეგ გამოჭედილი, გაცუდდება და ყოველ ენას, შენ წინააღმდეგ აღმდგარს სამსჯავროზე, გაამტყუნებ. ესაა წილხვედრი უფლის მორჩილთა და მათი გამართლება ჩემგნით, ამბობს უფალი.
- ფსალმუნები 37:32ბოროტი უთვალთვალებს წმიდანს და მის მოკვლას აპირებს.
- ფსალმუნები 37:33უფალი არ მიატოვებს მის ხელში და არ გაამტყუნებს მისი განკითხვის ჟამს.
- იოანე 8:59მაშინ იუდეველებმა ქვებს დასტაცეს ხელი მის ჩასაქოლად. მაგრამ იესო თვალს მიეფარა და ტაძრიდან გავიდა.
- იოანე 10:39მაშინ კვლავ დააპირეს მისი შეპყრობა, მაგრამ ხელიდან დაუსხლტა მათ.
- ლუკას სახარება 4:30მაგრამ მან მათ შორის გაიარა და წავიდა.
- იგავესნი 27:4მრისხანება სისასტიკეა და სიცოფე წამლეკავია. შურს ვინ აღუდგება წინ?
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 18
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში